workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ქალთა გუნდმა მადრიდი 7-0 გაანადგურა

ბარსელონას ქალთა გუნდმა მადრიდი 7-0 გაანადგურა

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “მადრიდს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 დაამარცხა.

კატალონიური კლუბი 29-ე წუთისთვის უკვე 4-0-ს იგებდნენ, მეორე ტაიმში კი კიდევ სამი გოლი გაიტანეს. გამორჩეული, ტრადიციულად, “ბარსას” კაპიტანი და ოქროს ბურთის მფლობელი, ალექსია პუტელიასი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. თითო-თითო გოლი ლიეკე მარტენსის, ქეროლაინ ჰანსენისა და ლეილა უაჰაბის ანგარიშზეა, ერთხელაც პაოლა ულოამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

“ბარსელონას” თხუთმეტივე შეხვედრა მოგებული აქვს და 45 ქულით პირველ ადგილს იკავებს. გოგონებმა 86 გოლის გატანა მოახერხეს და მხოლოდ 4 გაუშვეს, რაც შეეხება გუნდის დღევანდელ მეტოქეს, მადრიდელები 20 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

იხილეთ გოლები:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2021, 12:54

    მოკლედ ვისაც არ ეზარებოდა ყველამ გაიტანა, მეტოქეს რო გული არ სტკენოდა მეკარესაც და მცველსაც გაატანინეს საკუთარ კარში.

  • me da barca
    schedule 23 დეკ 2021, 12:06

    მეორე გოლი მომეწონა ძალიან.
    ქვას ქვაზე არ ტოვებენ ეს ჩემისები.😉

    ციტატა: Giovanni
    ჩემპიონთა ლიგაზეც ამათ ხვდებიან მეოთხედფინალში🤣


    ეს ის მადრიდი არაა. ის რეალ მადრიდია, ეს არის Madrid C.

  • C.PC5
    schedule 23 დეკ 2021, 00:12

    ჩემპიონთა ლიგაზე კი მაინც ნუღა გამოვლენ😆

  • Barca1980
    schedule 22 დეკ 2021, 23:33

    " ლეკვი ლომისა სწორია , ძუ იყოს თუნდა ხვადია " – 2022 მჯერა ხავიც დააჩოქებს !!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 დეკ 2021, 22:49

    ამ წელსაც ყველაფერი ამათია, საამაყოა რომ ბარსას მაისურს ატარებენ ასეთი საოცარი თამაშების დროს, არანორმალურ შედეგს დებენ

  • GURCHO
    schedule 22 დეკ 2021, 22:29

    86 გოლი გატანილი და 4 გაშვებული ასეთი რამ შესაძლებელია?

  • Iniesta_8
    schedule 22 დეკ 2021, 22:21

    კაცები რომ იყვნენ ვიტყოდი რაც უქნეს.