workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ფერან ტორესი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ფერან ტორესი ბარსელონას ფეხბურთელია

ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. 

“ბარსამ” ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლის მეშვეობით გვამცნო, რომელშიც ტრანსფერს თავად ფერანი ადასტურებს.

“ბლაუგრანას” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

ტორესის პრეზენტაცია ორშაბათს, 3 იანვარს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. 15:00 საათზე “ბარსა” ვარჯიშს ჩაატარებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი მედიის წინაშე დისტანციურად, საპრესკონფერენციო დარბაზიდან წარსდგება. 

ფერან ტორესის პრეზენტაციის ზოგადი განრიგი ასეთია:

13:00 საათი – “ბარსა” “კამ ნოუზე” კარებს ხსნის

14:00 საათი – ტორესი “კამპ ნოუზე” წარდგება

15:00 საათი – გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს

17:00 საათი – ფერანი პრესკონფერენციას გამართავს.

ღონისძიებას პირდაპირ ეთერში BarcaTV+ და კლუბის ოფიციალური არხები 13:30 საათიდან გადასცემენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • gio-rakitich
    schedule 29 დეკ 2021, 13:19
    #12

    იმედია რო გაამართლებს, ესპანელია და არ უნდა გაუჭირდეს ადაპტაცია მემგონი

  • nika 54
    schedule 29 დეკ 2021, 12:54
    #11

    იმედია პრეზენტაციაზე ყავარჯნებით არ მოუწევს მისვლა, აღარაფრის მჯერა უკვე.

  • M10 S9 D11
    schedule 28 დეკ 2021, 22:03
    #10

    აბა ჰე წარმატებები ფერან ❤️

  • El pistolero 9
    schedule 28 დეკ 2021, 19:06
    #9

    იმედია ჩავიმ იცის თავისი საქმე. ვინც მოითხოვა მოუყვანეს და ალბათ იცის უკვე როგორც უნდა გამოიყენოს. ეგერ კუმანს დესტი მოუყვანეს და ვერაფერი, დეიონგი რო მოითხოვა და თქვა საჯარიმოში ნეიმარზე სახიფათოაო მე პირადად დეიონგს კიარ მოვუყვანდი ვინმე ფსიქიატრთან გავაგზავნიდი სამკურნალოდ. ერთი დეპაი ათამაშა თავიდან და მგონია მაგანაც რაც ქნა ისიც თავისით ქნა და მწვრთნელი არაფერ შუაში იყო

  • nikusha
    schedule 28 დეკ 2021, 19:01
    #8

    კარგი ტალანტია ვალენსიიდან მოყოლებული ამის ხილვა მინდოდა ბარსაში ასე რომ გილოცავთ!

  • C.PC5
    schedule 28 დეკ 2021, 18:50
    #7

    რახან ჩავის სურვილი იყო ამის მოყვანა ესეიგი იცის როგორც უნდა გამოიყენოს, ამიტო მგონია რომ რაღაც გამოუვა ბარსაში. ისე უბრალოდ რომ მოეყვანათ ამის მოლოდინი არ მექნებოდა. შეიძლება ბევრს მიაღწიოს, შეიძლება ვერც ვერაფერს, ყველა სცენარი მოსალოდნელია, მაგრამ ამ ეტაპზე შემტევის დამატება გუნდისთვის და ფანებისთვისაც ამოსუნთქვა არის. გილოცავთ barca-3

  • Norman Bates
    schedule 28 დეკ 2021, 18:33
    #6

    იმედია ფერნანდო ტორესზე უკეთესი კარიერა ექნება

  • davidus2020
    schedule 28 დეკ 2021, 18:07
    #5

    ნამდვილად კარგია.გილოცავთ!

  • NEYBarca
    schedule 28 დეკ 2021, 17:47
    #4

    წარმატებები 🙂

  • Truxilio
    schedule 28 დეკ 2021, 17:46
    #3

    2 მილიარდი დაესოთ გამოსასყიდი ჯობდა )))

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 დეკ 2021, 17:44
    #2

    გილოცავთ ყველას, ძაან კლასნი ბიჭია და იმედია დიდებული კარიერა ექნება, და იმედია ბარსასთან ერთად ბევრ ტიტულებს მოიგებს❤💥👏

  • La Pulga10
    schedule 28 დეკ 2021, 17:31
    #1

    აეე გვეშველა.გაწელეს პაჭიკოს გარმონივით.გილოცავთ ძმდებო,იმედია მაგარი ტრანსფერი გამოვა.