workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო ადასტურებს – ფერან ტორესი უახლოეს საათებში ბარსას მოთამაშე გახდება

ფაბრიციო რომანო ადასტურებს – ფერან ტორესი უახლოეს საათებში ბარსას მოთამაშე გახდება

ახლა უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელია, ვინაიდან ეს ყველაზე სანდო სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. გაოფიციალურებამდე მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.

წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამა” და “მანჩესტერ სიტიმ” შეთანხმებას მიაღწიეს – კატალონიელები ესპანელის სანაცვლოდ ფიქსირებულ 55 მილიონ ევროსა და 10 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდიან. 

რომანოს თქმით, 21 წლის გარემარბი “ბარსასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერი რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.

ჟურნალისტი დასძენს, რომ ფერანი ბარსელონაში, შესაძლოა, ხვალვე ჩაფრინდეს, რათა ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამჟამად “ბლაუგრანა” ტორესის აგენტთან კატალონიის დედაქალაქში ფეხბურთელის გამგზავრების დაგეგმვაზე მუშაობს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ტორესი ყოველთვის ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი იყო. ამგვარად, “მაესტროს” გუნდში პირველი სასურველი მოთამაშე მოჰყავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (29)

  • azulgerana
    schedule 23 დეკ 2021, 17:23

    რა ქნეს იყიდეს?

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2021, 12:58

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    მესი ჯობია ამას


    მეც ეგ გავიფიქრე რატომღაც.

  • me da barca
    schedule 23 დეკ 2021, 11:28

    ეს ფაბრიციო ჩანერგილი აგენტია მგონი.🕵️‍♂️ ყველაფერი იცის, მაგრამ საკითხავია სიდან იცის ბიჭო ეს ყველიფერი, სიდან.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 დეკ 2021, 01:19

    Moriba,
    joy joy joy
    ბრავო, 1-1-ის მერე გაგვამხიარულე..

  • QINQO
    schedule 22 დეკ 2021, 23:53

    აბა დავიძინო და იქნებ დილით ამბავი ოფიციალური დამხვდეს 😁😁

  • gecheche
    schedule 22 დეკ 2021, 23:22

    Albicelecte,
    რატო აღარ იქნება ახანგრძლივებს კონტრაქტს

  • xavi73
    schedule 22 დეკ 2021, 23:18

    კარგი ბიჭია მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს როგორც ფატის, ამისგან რაღაც დადგება აი დემბელესგან არაფერი.დ

  • Albicelecte
    schedule 22 დეკ 2021, 23:17

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Marjvniv dembelea , marcxniv fati da abde,albat amas cru cxrianze apirebs da alvares da kavani axla daviviwyot unda albat,da tu dembeles skamze xedavs da amas dziritadshi albat moiyvanen vinmes… Ise kavani ufasod tu gaadzres da erti kai mcveli, europa ligasac chavijibavt da 4 eulshic shevalt zaprosta


    ჰო, მაგრამ მარჯვნივ აღარ იქნება დემბელე barca-6

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 დეკ 2021, 22:50

    ხომ არ იცით სატრანსფერო ფანჯარა რომელი დღიდან იხსნება?