workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ახალგაზრდების შესანიშნავი სტატისტიკა ლა ლიგაში

ბარსელონას ახალგაზრდების შესანიშნავი სტატისტიკა ლა ლიგაში

მიმდინარე სეზონში “ბარსელონაში” ერთადერთი დადებითი მოვლენა ახალგაზრდების კარგად თამაშია. გუნდი სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე ფსონს “ლა მასიელებზე” დებს, რაც ცალსახად ამართლებს.

ამას WhoScored-ის მიერ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს – მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 21 წლამდე ფეხბურთელებმა ჯამში 13 გოლი გაიტანეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი, 7 გოლი, “ბარას” მოთამააშეებზე მოდის. ამ 7 შედეგიანი დარტყმიდან 3 ანსუ ფატის, 2 ნიკო გონსალესის, თითო-თითო კი გავისა და აბდე ეზალზულის ანგარიშზეა.

ჩამოთვილი მოთამაშეები “ბარსელონას” მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. გავი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა, ფატი კი “ბარსას” ახალი ათიანი და ერთ-ერთი მთავარი იმედია, თუმცა იგი ტრავმის გამო სამწუხაროდ ვერ თამაშობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2021, 11:32

    ციტატა: El pistolero 9
    ბარსა აქცენტს უნდა აკეთებდეს ლა მასიელებზე!!! არაა ამ გუნდის სტილი ფულის ვარსკვლავებში გადაყრა.


    აქცენტი აუცილებლად ლა მასიელ ახალგაზრდებზე უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ერთი-ორი რონალდინიოს თუ მესის ან ნეიმარ-სუარესის მსგავსი ვარსკვლავები აუცილებელია, თუ უმაღლესი დონის მიღწევები გვინდა. აბა ნახეთ რეალის შედეგები და მერე რეალის აღზრდილი ფეხბურთელები მოიგონეთ.

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 23:29

    ბარსა აქცენტს უნდა აკეთებდეს ლა მასიელებზე!!! არაა ამ გუნდის სტილი ფულის ვარსკვლავებში გადაყრა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 21:21

    კარგი ახალგაზრდები გვყავს ნამდვილად, გულს უხარია ამათი ყურება, ამათ პედრი და ფატი დაუბრუნდება, მერე ტორესი თუბდაემატათ მაგარი იქნება, ისე ჩემი აზრით ფატუს მთელი სეზონი რომ ეთამაშა ახლა 10 გოლზე მეტი ექნებოდა, უნიჭიერესია