workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილია-ბარსა – სასტარტო შემადგენლობა ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

სევილია-ბარსა – სასტარტო შემადგენლობა ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 62%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა. ამ წყობის პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდა.

ყველაზე მეტი ხმა ისევ ტერ შტეგენმა მიიღო. მას ხმების 95% შეხვდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ხმების 90%-ზე მეტი აიღო, ჟორდი ალბაა.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “სევილიასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, არაუხო, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – დემბელე, ჟუტგლა, ეზალზული.

თამაში 00 საათსა და 30 წუთზე იწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი გვთავაზობს.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • shu1987
    schedule 21 დეკ 2021, 22:34

    რა მინგესა ტოო ?? მინგესა რამდენადაც მებრძოლი ჩანს ეგ კიდე საკითხავია არის თუ არა ათჯერ მეტად დირკაა , პოზიციურად ნულია. ზამენაზეც როარ უნდა ეჯდეს ბარსას , თუმცა ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არაა.

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 17:57

    მე პირადად 4-3-3 ს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ რახან ალბას გარდა ფლანგის მცველი არაგვყავს სამ მცველიანი ტაქტიკით მოუწევს ჩავის თამაში.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 17:06

    ციტატა: GÍØ

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ჩემი აზრით 3-4-3 ჯობია, მარჯვენა ფლანგი არ გვივარგა, არც მინგეზა და არც ღლესტი, ალბაც სულ იტრამვება და ჯობია 3 ცენტრალური მცველით თამაში


    და მარცხნივ ალბა და თუ უკან ჩამოვა 4 მცველიანზე გადავა


    ეგაა ალბას მინუსი, საჭირო დროს არ ჩამოდის ხოლმე და მაგის გამო ბევრჯერ დასჯილა გუნდი

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 17:03

    დესტს რა ჭირს, მინგესა რო არ "დავგრუზოთ" ძალიან.

  • La Pulga10
    schedule 21 დეკ 2021, 16:58

    მინგესა?

  • ANRIBARCA
    schedule 21 დეკ 2021, 16:50

    მინგესას ვინ აძლევს ხმას გამაგებინეთ 🙂 🙂

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 16:46

    ჩემი აზრით 3-4-3 ჯობია, მარჯვენა ფლანგი არ გვივარგა, არც მინგეზა და არც ღლესტი, ალბაც სულ იტრამვება და ჯობია 3 ცენტრალური მცველით თამაში