workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი და ეზალზული ლა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

გავი და ეზალზული ლა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

WhoScored-მა ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის გათამაშების სიმბოლური გუნდი შეადგინა.

სიმბოლურ ნაკრებში “ბარსელონას” მხრიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები, 17 წლის გავი და 20 წლის აბდე ეზალზული მოხვდნენ, რომლებმაც “ელჩეს” წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშეს.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გავიმ, რომელმაც თავი ეფექტური გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. კარგად ითამაშა უზალზულიმაც, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში შეტევის მარცხენა ფლანგზე ძალიან აქტიური იყო.

WhoScored-ის რჩეული თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ლედესმა (კადისი), ფოიტი (ვილიარეალი), კატენა (რაიო), ფელიპე (ატლეტიკო), ოლივერა (ხეტაფე), პუერტასი (გრანადა), კაზემირო (რეალი), გავი (ბარსელონა), ეზალზული (ბარსელონა), მორენო (ვილიარეალი), გუედეში (ვალენსია).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 17:18
    #4

    ციტატა: El pistolero 9
    წარმატებები ბიჭებო. იმედია სევილიასთანაც ასე მაგრად ითამაშებენ


    და არ წააგებენ.

  • Barca1980
    schedule 21 დეკ 2021, 14:56
    #3

    ციტატა: cezo45
    ისე ამ ხერარდ მორენოს რატომ არავინ ყურადღებას არ აქცევს? მე რაღაც პონტში მევასება კაი თავდამსხმელია

    განვლილ ევროპის ჩემპიონატს თუ გადავავლებთ თვლას, პასუხსაც მარტივად გავცემთ მაგ კითხვას , ესპანელი კლუივერტია , ათი უნდა დაარტყას , რომ ერთი გაიტანოს , საშუალო დონის თავდამსხმელია და იქ არის სადაც უნდა იყოს .

  • cezo45
    schedule 21 დეკ 2021, 14:15
    #2

    ისე ამ ხერარდ მორენოს რატომ არავინ ყურადღებას არ აქცევს? მე რაღაც პონტში მევასება კაი თავდამსხმელია

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 14:10
    #1

    წარმატებები ბიჭებო. იმედია სევილიასთანაც ასე მაგრად ითამაშებენ