workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰაკიმ ზიეჩი – ფერან ტორესის ალტერნატივა

ჰაკიმ ზიეჩი – ფერან ტორესის ალტერნატივა

ცნობილია, რომ “ბარსელონას” იანვარში შეტევის გაძლიერება უნდა. კატალონიელების მთავარი პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მანჩესტერ სიტის” შემტევის, ფერან ტორესის დამატებაა. თუმცა, თუ “ბლაუგრანამ” ესპანელის შეძენა ვერ შეძლო, კლუბს ასეთი შემთხვევისთვის ალტერნატიული ვარიანტი აქვს და ეს ჰაკიმ ზიეჩია.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსას” გეგმა B “ჩელსის” გარემარბია. კატალონიური კლუბი ზიეჩის შეძენას მხოლოდ ფერან ტორესის ტრანსფეროს ჩაშლის შემთხვევაში შეეცდება.

ზიეჩს მიმდინარე სეზონში არცთუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს. მან შესაძლო 2430 წუთიდან მოედანზე 1049 წუთი გაატარა. 22 წლის მაროკოელმა მონაწილეობა 18 მატჩში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 18:09

    18 მატჩში, 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა?
    მე მგონი ფატი ორ-სამჯერ უფრო ეფექტურია.

  • BerdzenaFcb
    schedule 20 დეკ 2021, 21:10

    არა, ტორესი გვინდა! ასეთი ბევრი გვყოლია და იშვიათად გაუმართლებია 😐

  • gecheche
    schedule 20 დეკ 2021, 20:44

    რაის ზიეჩი ეს ნახევარმცველი უფროა ფერან ტორესი იდეალურია მომავლის პერსპექტივაში

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2021, 20:42

    ასაკიც დაუპატარავეთ? 28 წლისაა barca-6

  • ჯორჯ
    schedule 20 დეკ 2021, 20:15

    არ მოიყვანონ ეს არცერთი აიქსიდან წასული ბიჭი არ ვარგა ვლაჰოვიჩი უნდა იყოს ალტერნატივა

  • Moriba
    schedule 20 დეკ 2021, 19:44

    ხულიან ალვარესი გაასწორებდა მაგრად არაა დასაკარგი ბიჭი

  • El pistolero 9
    schedule 20 დეკ 2021, 19:32

    კარგი ალტერნატივაა. ძაან მაგარია ზიეში. მესი რო გადმოუტანდა ხოლმე ალბას ისე გადმოჰქონდა ამასაც აიაქსში ტალიაფიკოზე. თუმცა მაინც ტორესი ჯობია, მომავლიგ გუნდისთვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 დეკ 2021, 19:26

    ტორესი უეჭველი მოსაყვანია, ზიეჩს რაც შეეხება ძაან კლასნია მაგრამ არასტაბილურია ასე რომ არ ღირს