workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ბარსელონაში დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს

ჩავის ბარსელონაში დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს

Cadena Ser-ის ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” სერბი ცენტრფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატებაზე ფიქრობს. 

“ფიორენტინას” ფეხბურთელი განსაკუთრებით ჩავი ერნანდესს მოსწონს, რომლის ასისტენტები მის პროგრესს თვალს აქტიურად ადევნებენ. ვლაჰოვიჩი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია და თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულში უფრო მაღალი დონის კლუბში არ გადავიდეს. 

აღსანიშნავია, რომ ბართომეუს ბორდის მმართველობის დროს “ბარსას” დუშანის ტრანსფერი შესთავაზეს, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელის საკმაოდ იაფად, 18 მილიონ ევროდ დამატებაზე უარი თქვა. ეს 2020 წლის ზაფხულში მოხდა, რის შემდეგაც მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა: ამჟამად, ვლაჰოვიჩის ტრანსფერის მსურველი ბევრად მეტი ტოპ კლუბია, რომელსაც მის სანაცვლოდ ბევრად მეტის გადახდა შეუძლია, ვიდრე “ბარსას”.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კატალონიურმა კლუბმა არასწორი გათვლა გააკეთა: როგორც ცნობილია, “ბარსას” თავის დროზე უარი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდისთვისაც აქვს ნათქვამი. 

მიმდინარე სეზონში “ფიორენტინას” მაისურით დუშან ვლაჰოვიჩის ანგარიშზე 18 მატჩში 17 გოლია, სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში კი 2021 წლის დასაწყისიდან 10 მატჩში 6 გოლი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2021, 18:46
    #13

    ახლა ამის ფასი ალბათ ისე აიწევს რო ჰოლანდის ფასს გაუსწორდება, ისე რომ თუ დიდ ფულს გადაყრიან, უნდა ღირდეს იმათ ვლაჰოვიჩი გეყოლება გუნდში თუ ჰოლანდი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 დეკ 2021, 23:25
    #12

    ვლაჰოვიჩის შემთხვევაში დიდად არა მაგრამ პერსპექტიული ფორვარდის არჩევისას როცა სტატისტიკას ითვალისწინებ ისიც უნდ გაითვალისწინო რა ლიგაში თამაშობს, არც პორტუგალიის ჩემპიონატია მადალი დონის და არც ბუნდეს ლიგა, იქ ერთი ბაიერნია მაგარი და დანარჩენები ერთმანეთზე უარესები, სერია ა ში ამდენი მაგარი გუნდია რომ არის სახელით მაგან არ უნდა მოგატყუოს რადგან ყველა ცუდ ფორმაშია თითქმის, აუ პრემიერ ლიგაში კი ნამდვილად ჩანს ვის რა შეუძლია, ასე რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა ზოგადად არ ღირს მაგრამ ახლა ბარსა სწორედაც რომ ფსონის დადება სჭირდება ნიჭიერ ფეხბურთელებზე, არამარტო აკადემიიდან არამედ ზოგადად, ლეგიონერიც საჭიროა გუნდში, მითუმეტეს ბრაზილიელები და არგენტინელები, ერთი გერმანული ხასიათის ტიპიც კაია გუნდში,ტორესთან ერთად ანტონიც რომ დაგვათრევია მაგარი იქნებოდა

  • Albicelecte
    schedule 19 დეკ 2021, 22:25
    #11

    და კიდევ, დარვინ ნუნიესი არ დაგავიწყდეთ, ურუგვაელი მატადორი, დღეს კიდევ დუბლი მიამატა და სერიოზული სეზონი აქვს
    22 წლისაა, ძალიან კარგი თვისებები აქვს და ბენფიკაში მაღალ დონეზეც გამოდის

  • Barca1980
    schedule 19 დეკ 2021, 20:19
    #10

    M10 S9 D11, მეც ვემხრობი ალვარესის მოყვანას და იმედია მასეც იქნება , ყველაზე იაფია , მოძრავი , ორივე ფეხით თამაშობს და ასისიტებსაც აკეთებს , სივრცეებს ითვისებს , ფაქტიურად უფრო სწრაფი სუარესია . თუმცა თუ ეგ ვარიანტი არ გამოვა , ფულის ტომარის დამატებას , მგონი ვლაჰოვიჩი ჯობია .

  • La Pulga10
    schedule 19 დეკ 2021, 18:16
    #9

    ჰოლანდი თუ ვერა,ეს მოიყვანონ კაი იქნება.

  • Clever liar
    schedule 19 დეკ 2021, 16:50
    #8

    ამასობაში კი შეაგდო ვლაჰომ გოლი

  • M10 S9 D11
    schedule 19 დეკ 2021, 16:47
    #7

    რა ვლაჰოვიჩი ხულიან ალვარესი მოიყვანეთ უმაგრესი ბიჭია

  • El pistolero 9
    schedule 19 დეკ 2021, 16:40
    #6

    მივესალმები ამის ტრანსფერს. ჰოლანდი ძაან ძვირი ჯდება.

  • Pirat❤️💙
    schedule 19 დეკ 2021, 16:40
    #5

    ჰალანდზე მეტად ეს მინდა მე

  • MisterD
    schedule 19 დეკ 2021, 16:10
    #4

    ხულიან ალვარესი მოიყვანეთ სანამ იაფია

  • NEYBarca
    schedule 19 დეკ 2021, 16:10
    #3

    შევე*ი ჰალანდს, ეს მოიყვანონ <3

  • ჯორჯ
    schedule 19 დეკ 2021, 16:09
    #2

    2023 წლამდე აქვს კონტრქტი და იაფი დაჯდება

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 დეკ 2021, 16:07
    #1

    მოსაყვანია ეს აშკარად, ფატი-ვლაფოვიჩი-ტორესი კარგი შეტევა გამოვა , სკამზე აბდე, აკომაჩი, ბრაიტა,ჟუტგლა და რეზევრიც გვექნება, დეპაი, დემბელე, ხე იონგი, კოუტინიო გასაყიდები არიან