“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ელჩეს” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
გავიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 17 წლის ასაკში მისი ხასიათი გასაოცარია. როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემთვის ყველაფერი უფრო რთული იყო. გავის, ნიკოს, აბდეს, ერიკისა თუ არაუხოს სახით შესანიშნავი თაობა გვყავს, რაც ამ გუნდის მომავალია.
დე იონგი ძალიან დაგვეხმარა. შესაძლოა, ის ისეთივე პროდუქტიული არ იყო, როგორიც ნიკო და გავი, თუმცა მისი გაწეული სამუშაო ფასდაუდებელია. ფრენკი მთელი კვირის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობდა. ეს გამოფიტვის ამბავია – ის თითქმის ყოველ წუთს თამაშობს.
“ელჩეს” მეორე გოლამდე, რომელიც ჩვენს უხეშ შეცდომას მოჰყვა, კარგ თამაშს ვატარებდით. ჩვენ თამაში უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ. ახალგაზრდებთან ერთად ვთამაშობთ, რომლებიც განსხვავებას ქმნიან, რომელთაც დრო სჭირდებათ.
ბოლო რამდენიმე დღეა, სივრცეების ათვისებაზე ვმუშაობთ. თუ გვყავს თავდამსხმელი, ის სივრცეს გავის უთავისუფლებს – დღეს ჟუტგლამ სწორედ ეს გააკეთა, ის ამ როლს კარგად ირგებს.
მე გაკვირვებული ვარ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ბევრი ტაქტიკური ასპექტი გაქრა. პოზიციური თამაში, მესამე კაცი… არ მესმის და არ ვიცი, რა მოხდა. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ბევრად ძვირი გვიჯდება.




სანამ ძველი გვარდია თამაშობს გუნდში, ჩავი არ უნდა მოვიდესო, მაგრამ კი მოსვა პიკეც და ალბაც. არც ბუსის დასმა გაუჭირდება თუ საჭირო გახდა.
ძლივს სუარესის შემდეგ გამტანი გვყავს, უპრობლემო და უმაღლესი დონის პროფესიონალი.
ამ ფერანს რატო შეუკიკინეთ რა გააფუჭა რომ გამოვიდა… მშვენიერი სტატისტიკა აქვს აქაც და ნაკრებშიც, გადააყოლეს იმენა პატარა ჩავარდნას
Დღევანდელ მატჩს ვერ ვუყურე სამწუხაროდ. Ბოდიში, მაგრამ მიუნხენში ჩაიჯვი ჩავი, ეს თერთმეტეული უნდა დაგეყენებინა ბავარიასთან:
————Ტერ შტეგენი
Კუნდე-არაუხო-გარსია-ბალდე
——–Კესი-დე იონგი-გავი
Დემბელე-ლევანდოვსკი-რაფინია
აქაც ხშირად შეიყვანენ და ესპანეთის ნაკრებშიც.
Კარგი თამაში იყო, მოუხედავად იმისა რომ ელჩე ვერაფერი გუნდი ვერაა დავინახეთ რომ ფერანი განაცხადშიც არ უნდა შეიყვანონ
მე შენს ადგილზე მაესტრო დეპაი ტორესი რაფინიას ტრიოს არ ვენდობოდი და რაც შეეხება ფატის ჯერ არ არის ისევ ფორმაში მაგრამ ჯერჯერობით მივცემდი მეტ შანსს იქნებ გამოსწორდეს და დაუბრუნდეს ძველ ფორმას.
ლენჩი ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ
არის?