იმისათვის, რომ “ბარსელონამ” მომდევნო სეზონისთვის ვარსკვლავების დამატება შეძლოს, აუცილებელია, რომ კატალონიურმა გუნდმა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გუნდიდან გაუშვას, ასეთები კი, უპირველესად, ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი არიან.
ცნობილია, რომ უმტიტი საყვარელი გუნდის იანვარში დატოვებაზე ისევ უარს აცხადებს, თუმცა სხვა სიტუაციაა კოუტინიოსთან მიმართებაში.
აქამდე არსებული ინფორმაციით, კოუტინიოს შესაძლო დანიშნულების ადგილად “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” განიხილებოდა. მანჩესტერული გუნდები ბრაზილიელით დაინტერესებულნი არ არიან, “კაჭკაჭებში” გადასვლა კი თავად ფეხბურთელს არ სურდა.
SER-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ დღეის მდგომარეობით კოუტინიო “ბარსელონადან” წასვლის ვარიანტს განიხილავს. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩავის მოსვლა სიტუაციას გამოასწორებდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ასე არ ხდება. ამ მიმართულებით გადამწყვეტი უახლოესი დღეები იქნება, როდესაც “ბარსელონასა” და კოუტინიოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” იანვარში კოუტინიოს გაშვება მოახერხა, კატალონიელთა სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 25 მილიონი ევროთი შემსუბუქდება, რაც კლუბისთვის ძალიან დიდი შვება იქნება.




ეს ხო ვერ გავასაღეთ
წადი ბიძია წადი შენც წვალობ და ჩვენც გვაწვალებ
ეს 145 მილიონიანი მოუშორებელი ჭირი. ამის დე××××
ეს კაი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა ეს 145 მილიონიანი მთხლე
მე ამის მომყვანის @#@#$%4@@@@##### 
ტიტუ ამისი წასვლა რა ჰაერივით გვჭირდება, რაამბავი ხელფასები აქვთ ამ სლეებს რაარი ეს, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს და არ იმცირებს გაუშვან დაუფიქრებლად, ვისაც გუნდი უყვარს ის შეიმცირებს კიდეც, მემგონი ძაან წაგვადგება
25 მილიონითო? ანუ 25 მილიონს იღებდა არაფერში? და ლეოს ხელფასი უკვირდათ ამის შემდეგ? ეს ხო ლეოს მეათედიც არაა გუნდისთვის.
ნიუკასლი იდეალურია თუ მართლა უნდა კოუს წასვლა წავიდეს! არადა როგორ მეიმედოებოდა 😑
წავიდეს ნიუკასლში, თან პრემიერ ლიგაში გვანახა თავისი საუკეთესო ვერსია, თუ ათამაშდა და გასავარდნი ზონიდან ამოათრია ნიუკასლი ხომ კარგი თუ არადა ნახევარი სეზონი კაი ფულს ჩაიჯიბავს და აუდებს იქედანაც
თურქეთის ჩემპიონატის დონის მოთამაშეს ვუხდით წელიწადში 25 მილიონს. გავკოტრდებოდით აბა რა მოგვივიდოდა