“ბარსელონამ”, მადრიდის “რეალმა” და ბილბაოს “ატლეტიკმა” მორიგი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
კლუბები იუწყებიან, რომ მათ სამართლებრივ ზომებს მიმართეს ლა ლიგისა და CVC-ის შორის მიღწეული შეთანხმების საპასუხოდ, რომელიც ლა ლიგის ასამბლეამ ოფიციალურად დაამტკიცა.
კლუბები საინვესტიციო ფონდის კაპიტალს სარისკოდ მიიჩნევენ და თვლიან, რომ შეთანხმება უკანონოა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტი უხეშად არღვევს ესპანეთის სპორტის კანონში არსებულ ყველაზე ელემენტარულ ნორმებსა და ლა ლიგის წესდებას და ესპანურ ფეხბურთს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამართულ ასამბლეაზე ლა ლიგისა და CVC-ის შეთანხმებას, რომელიც “იმპულსური პროექტის” სახელითაა ცნობილი, მხარი ესპანეთის პირველი და მეორე დივიზიონების 42 კლუბიდან 37-მა დაუჭირა.
აბა ვინ იცის რა ფასად უნდათ იმ ტელეუფლებების გაყიდვა, ვეღირსებით მერე ჩვენ უფასოდ ლა ლიგის თამაშების ყურებას?
ანუ ის სამი გუნდი დადგა მტკიცედ, რომლებიც არასდროს გავარდნილან ლა ლიგიდან.
საღოლ რეალი და ბილბაო არ უნდა დაუთმონ და არც დათმობენ ალბათ
ესპანელებმა ერთ დროს შექმნეს ტოპ დონე და ითამაშეს ტოპ ტოპ ფეხბურთი
თუმცა ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძეს და თავის თავს უთხრეს, აბა როგორ მოვჭიმოთ ჯგუფურად საკუთარი დდდედებიო და აი შედეგიც
3 დღის წინ სულ სხვა რაღაც წავიკითხეთ და ვერ გავიგე სინამდვილეში რა ხდება?ვინც იცის გამარკვიეთ კომპეტენტურმა ქომაგებმა. რაშია საქმე ვერ გავიგე
ტებასი მოაშორონ ლა ლიგას და გაასწორებს მაგრამ მთლად ასე რეალის ჯინაზე ურჩობა არ ღირს, რორამე მოხდეს რეალი არასდროს ჩაიძირება პერესის ხელში და შეიძლება ბარსას საჭირო მომენტში ხელი ჰკრან და მთლად დაე@@რეს გუნდს, გუნდი კრიზისიდანაა სმოსაყვანი და ამაზე უნდა იბრძოლონ, და ამ ტებასს თუ არავინ არ დაუჭერს მხარს კარგი იქნება
♠️spookify♠️,
ეგ სხვა კომპანიასთან ლა ლიგა არაფერ შუაშია მაგ შემთხვევაში
ეს შეთავაზება რაც ტებასს აქ დამღუპველია და სწორიცაა რო ეწინააღმდეგებკა
მართლები არიან…უკან არ უნდა დაიხიონ!…