workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადეიემი: ვხედავ თუ არა საკუთარ თავს ბარსელონაში? რა თქმა უნდა!

ადეიემი: ვხედავ თუ არა საკუთარ თავს ბარსელონაში? რა თქმა უნდა!

“ზალცბურგის” 19 წლის თავდამსხმელი კარიმ ადეიემი დღეს ტურინში Tuttosport-ის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა. მას “ინტერნეტ ოქროს ბიჭუნას” ჯილდო გადაეცა.

ადეიემის ჯილდო პედრის მიერ მოგებულ “ოქროს ბიჭუნასთან” შედარებით გაცილებით ნაკლებად ფასეულია, მაგრამ დაჯილდოების დროს გერმანელი ფეხბურთელი ჟურნალისტებისგან მაინც განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ მისით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის “ბარსელონაც”.

გავრცელებული ინფორმაციით ადეიემიმ “ბარსას” უარი უთხრა, მაგრამ როგორც ირკვევა, მხოლოდ ამ ეტაპისთვის.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ამჟამად “ზალცბურგის” ფეხბურთელი ვარ. “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ვამაყობ, რომ ის ჩემით დაინტერესებულია. ვხედავ თუ არა საკუთარ თავს მომავალში “ბარსელონაში”? რა თქმა უნდა. ეს დიდებული კლუბია.

– ადეიემის მიერ საზეიმო ცერემონიის დროს წარმოთქმულ ამ სიტყვებს Sport ციტირებს

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 23:50
    #6

    ეს დაიკარგა სამწუხაროდ

  • Bakero
    schedule 14 დეკ 2021, 15:51
    #5

    2 კაცის ტრანსფერი მინდა ყველაზე მაგრად ერთი ეს და მეორე არგენტინელი ხულიან ალვარესი ! ამ დროს ესენი ლაპორტას თამადობით ფიქრობენ როგორ ამოავსონ მინო რაიოლას სტომაქი rage rage

  • me da barca
    schedule 14 დეკ 2021, 15:12
    #4

    დორტმუნდის ბარიგა დედაც…

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 დეკ 2021, 13:36
    #3

    თუ გინდა მოაჯვი თუარადა გააჯვი

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2021, 02:49
    #2

    ახლა 40 მილიონი ღირს, გადავა დორტმუნდში იქაც მაგრად ითამაშებს და მერე მოგვიწევს ყიდვა 120 ად.

  • ჯორჯ
    schedule 14 დეკ 2021, 01:40
    #1

    მოეთესლე მერე და ითამაშე კარგად თორემ სისხლი დამიშრეს