დღეს აბდე ეზალზულიმ “ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, მაროკოელის შეძენა რამონ პლანესის (რომელმაც კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა) დამსახურებაა, რომელმაც “რეალსა” და “ბეტისს” აჯობა და ახალგაზრდა ფეხბურთელი ხელში ჩაიგდო.
Mundo Deportivo-ს თანახმად, ეზ აბდე პირველად “ბარსა ბ-ს” ყოფილმა ფეხბურთელმა ხესუს ალფარომ შენიშნა, რომელიც “ერკულესში” მისი თანაგუნდელი იყო.
ცნობისთვის, პლანესის დამსახურებაა რონალდ არაუხოსა და პედრი გონსალესის მოყვანაც.




ყოჩაღ, მშვენიერი იყო გუშინ. მე მგონი ბოლოსკენ იღლება ხოლმე, ფიზიკაში აქვს მოსამატებელი.
წარმატებები აბდეს, იმედია განაგრძობს განვითარებას და ხშირად გაგვახარებს გოლებით
სწორად განვითარებაში თუ დაეხმარებიან აქვს ამ ბიჭს მომავალი
გაგიმართლა ჩავი, მთლად უტიტულოდაც არ რჩები, რაღაცა მოგვიგია 2 გუნდისთვის 😀
დღეს საუკეთესო იყო მოედანზე
ამას ფიგუს მარტო მე ვამსგავსებ?))