workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომელმა გამოცემებმა დაუჭირეს პედრის მხარი Golden Boy-ს ჯილდოზე

რომელმა გამოცემებმა დაუჭირეს პედრის მხარი Golden Boy-ს ჯილდოზე

2021 წელი პედრისთვის ინდივიდუალურად შესანიშნავი იყო. “ბარსელონას” ტალანტი, France Football-ის დაჯილდოებაზე რაიმონ კოპას სახელობის პრიზის მოგებამდე, Golden Boy-ს მფლობელი გახდა, რომელსაც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცემა TuttoSport გადასცემს.

“ოქროს ბიჭუნას” პრიზის ხმის მიცემაში წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობენ, რომლებიც რიგითობის მიხედვით 5 სასურველ კანდიდატს ასახელებენ.

Sport-ის ჟურნალისტმა, ტონი ჟუანმარტიმ გაარკვია, რომელმა გამოცემებმა გაიყვანეს პედრი პირველ ადგილზე. წყაროს ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველის პირველობას მხარი 40-დან 25-მა გამოცემამ დაუჭირა, მათ შორის Sport და Mundo Deportivo იყვნენ, Marca-მ იგი მეორე ადგილზე დააყენა, Diario AS-ს კი მისთვის ხმა საერთოდ არ მიუცია. ამ უკანასკნელს გერმანული Bild-ის იტალიური Gazzetta dello Sport-ისა და ფრანგული La Parisien-ის ჟურნალისტებმაც მიბაძეს.

ცნობისთვის, პედრის მოგებულ ჯილდოს 13 დეკემბერს, ტურინში დაგეგმილ ცერემონიაზე გადასცემენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2021, 13:51

    ციტატა: Giorgi99
    ლევანდოვსკიმ იმიტომ ვერ მიიღო 2021 წელს რომ ლიგა არ მოუგია ბაიერნს, ბუნდესლიგის მოგებით ნამდვილად ვერავის გააკვირვებ. 2020 ში ნამდვილად ეკუთვნოდა. ჩემი აზრით ოქროს ბურთმა პრემიერ ლიგაში უნდა გადაინაცვლოს, პრემიერ ლიგის მოგება და პრემიერ ლიგის ბომბარდირობა ალბათ ყველაზე ძნელია.

    პრემიერ ლიგიდან ყველაზე ახლოს სალაჰია ოქროს ბურთთან. ვნახოთ ლივერპული რას იზამს ლიგაზე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 13:48

    ციტატა: Giorgi99
    《○BIG ĆULE○》,
    ხო ანუ არ უნდა მიეღო ლევანის 2021 ში, უნდა მიეღო 2020 ში. შეეძლოთ 2020 ის და 2021 ის ბურთები გადაეცათ 2021წლის ის დაჯილდოვებაზე. ორივესთვის.

    ეგრე იქნებოდა სამართლიანი

  • Giorgi99
    schedule 12 დეკ 2021, 13:16

    《○BIG ĆULE○》,
    ხო ანუ არ უნდა მიეღო ლევანის 2021 ში, უნდა მიეღო 2020 ში. შეეძლოთ 2020 ის და 2021 ის ბურთები გადაეცათ 2021წლის ის დაჯილდოვებაზე. ორივესთვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 12:50

    ციტატა: Giorgi99
    ლევანდოვსკიმ იმიტომ ვერ მიიღო 2021 წელს რომ ლიგა არ მოუგია ბაიერნს, ბუნდესლიგის მოგებით ნამდვილად ვერავის გააკვირვებ. 2020 ში ნამდვილად ეკუთვნოდა. ჩემი აზრით ოქროს ბურთმა პრემიერ ლიგაში უნდა გადაინაცვლოს, პრემიერ ლიგის მოგება და პრემიერ ლიგის ბომბარდირობა ალბათ ყველაზე ძნელია.

    არა ლევანდოვსკი 2021 ში არ იმსახურებდა , მხოლოდ ფერმერ ლიგა მოიგო რომელსაც ისედაც იგებდა, ხოლო მესიმ გოლების გარდა ყველაფერში აჯობა, მესიმ რომ ოქროს ბუცი მოიგო 2018 ში მაშინ ოქროს ბურთის რეიტინგში მე-5 ადგილზე გავიდა, ახლა კი ლევანდოვსკის რატომ უნდა მოეგო მხოლოდ გოლების ხარჯზე? 2020ში კი ნაღდად იმსახურებდა

  • Giorgi99
    schedule 12 დეკ 2021, 12:47

    ლევანდოვსკიმ იმიტომ ვერ მიიღო 2021 წელს რომ ლიგა არ მოუგია ბაიერნს, ბუნდესლიგის მოგებით ნამდვილად ვერავის გააკვირვებ. 2020 ში ნამდვილად ეკუთვნოდა. ჩემი აზრით ოქროს ბურთმა პრემიერ ლიგაში უნდა გადაინაცვლოს, პრემიერ ლიგის მოგება და პრემიერ ლიგის ბომბარდირობა ალბათ ყველაზე ძნელია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 11:26

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ამან საკმაოდ დაისვენა, დროა უკვე მალე დაბრუნდეს და ჩავისთან მოსინჯოს ძალები, ვინმემ იცით ამის ტრავმის ამბავი? როდის ბრუნდება

    წესით იანვარში დაბრუნდება

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 12 დეკ 2021, 11:13

    ამან საკმაოდ დაისვენა, დროა უკვე მალე დაბრუნდეს და ჩავისთან მოსინჯოს ძალები, ვინმემ იცით ამის ტრავმის ამბავი? როდის ბრუნდება

  • nika 54
    schedule 12 დეკ 2021, 08:47

    ნუ Marca-სგან და Diario AS-სგან რას ელოდებოდით, ეგენი ვინიციუსს დააყენებდნენ პირველ ადგილზე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 01:38

    ციტატა: Iniesta_8
    ჟურნალისტები არ უნდა წყვეტდნენ ოქროს ბურთის მოგებულს, ვიღაც ყაზახმა თქვა ლევანდოვსკის იმიტომ არ მივეცი ხმა რომ გერმანიის ნაკრებით ვერაფერი ქნაო. ეგეთებს რატომ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება. ან კიდევ ვიღაც ქართველმა ვაი ექსპერტმა მესი ხუთეულში არ შეიყვანა და პირველზე მგონი კანტე ჰყავდა. უნდა იყოს რაღაც ქულები გოლებზე, ასისტებზე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობაზე, ვარდნებზე, სეივებზე, ტიტულებზე და ისიც უნდა გაითვალისწინონ საშუალოდ მატჩში რა შეფასებას იღებენ. აბა ასე თუ გადაწყვეტეს შეუძლიათ დემბელეს მოაგებინონ.

    არა კრიტერიუმები როგორ არაა, მაგრამ ჟურნალისტები ძაან მიკერძოებულები და იდიოტები არან, ერთმა ლევანდოვსკი იმიტო არ შეიყვანა ხუთეულში რომ ფიფაში სწრაფი არ არისო, ან აფრიკელმა ჟურნალისტებმა რომ მანეს მისცეს მაშინ ხმები, მემგონი ვიღაც იდიოტები არ უნდა წყვეტდნენ და მხოლოდ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამოკიდებული

  • Iniesta_8
    schedule 12 დეკ 2021, 01:26