პედრი გონსალესი, რომელიც France Football-ის გამოკითხვით 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, “ბარსელონას” დატოვებას არ გეგმავს.
19 წლის ნახევარმცველმა Tuttosport-თან ინტერვიუში სხვა კლუბების ინტერესზე კომენტარი გააკეთა.
“იუნაიტედი”, “სიტი” და პსჟ ჩემით ინტერესდებიან? ჩემი ოცნება ყოველთვის “ბარსელონაში” თამაში იყო და მიხარია, რომ აქ ვარ. ახლახანს ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ასე რომ, 2026 წლამდე აქ თამაში მინდა. შემდეგ – ვნახოთ.
– ციტირებს პედრის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
TV3-ის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, “ბარსასთვის” ამჟამად ხელშეუხებელი მხოლოდ სამი ფეხბურთელია, პედრი კი მათ შორის არაა, მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში მოსვლისთანავე, ფაქტობრივად, შეუცვლელ ფიგურად იქცა. ეს მოთამაშეები ანსუ ფატი, გავი და ნიკო გონსალესი არიან.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით პედრის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს.




ხოდა მოგვცენ 1 მილიარდი და გავატანოთ.
დაგჭრი