“ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს შეძენის მსურველთა შორის ლონდონის “ჩელსიცაა”. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბარსა” ეჭვობს, რომ “ლურჯები” 24 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლისკენ უბიძგებენ, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც “კოღო” “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. გასათვალისწინებელია “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის ფაქტორი, რომელსაც დემბელეს გაწვრთნის გამოცდილება აქვს.
ფრანგი შემტევის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ნიუკასლ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემსაც” სურთ, თუმცა, როგორც MD წერს, რეგულარული სათამაშო დროისა და მწვრთნელისგან მხარდაჭერის გარანტიას მხოლოდ “ჩელსი” იძლევა.
დემბელეს “ბარსასთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, იანვრიდან კი ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვა შეუძლია.




ქვეყნის გუნდებს სდომებიათ ეს დებილი, მაგრამ ფულის გადახდა არავის უნდა ყველა ჩვენსავით ელოდება როდის დაუმთავრდება კონტრაქტი რო მუქთად ითრიონ.
ჰაუფის "ინგლისელი ყმაწვილი" მახსენდება ამ სიახლის წაკითხვაზე

ზიეჩში გაგვიცვალონ
გავყიდოთ სნამ დროა
,,კოღო"😄😄, მართლა კოღოა ეს უპატრონო, წაიყვანოს მერე მაყუთი გადაიხადონ და ამ ზამთარში ჩავახუტებთ