“ბარსელონას” მესამე კაპიტანი, სერჟი რობერტო ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩაფრინდა. ამის შესახებ 29 წლის ფეხბურთელმა საკუთარი Instagram-ის საშუალებით გვამცნო.
“ბარსას” უნივერსალი ქალაქ ტურკუში გაემგზავრება და ხვალ მარჯვენა ბარძაყზე ოპერაციას გაიკეთებს, რომელსაც გამოცდილი ექიმი, ლენს ლემპაინენი უხელმძღვანელებს.
ივარაუდება, რომ რობერტო 4 თვეს გამოტოვებს.





ალბათ მოარჩენენ, მაგრამ 4 თვეში თუ ბარსა არ შეიცვალა და ამის იმედზე დარჩნენ მართლა დაგვრხევია.
ბარემ დარჩი მანდ, ცივა თორემ მშვენიერი ქვეყანაა
დატოვეთ მანდ
არადა ძალიან ბევრგან შეუძლია თამაში უნივერსალია და ვერადა ვერ მოიცოდა სათანადოდ. ლუის ენრიკეს დროს ფაფხურობდა ეს მარტო სხვა მე ამისი დასამახსოვრებელი პსჟ ს გოლის გარდა არაფერი მახსენდება. თუმცა იმ გოლისგან მიღებული სიამოვნებისთვის არაფერს არ ვამბობ და იყოს მესამე კაპიტნად არაფერს ვერჩი
ეს არასოდეს არ წარმომედგინა მე ძირითადის კაცად, აი ან ვინმეს ტრამვის მერე შემოსაყვენი , ან ბოლოში გამოსაყვანი კაცია, არადა პსჟ სთან მაგარი დასამახსოვრებელი გოლი შექმნა და რეალთანაც მაგისი გარბენით გავიდა ის მესის გოლი, მაინც ვერ შედგა ეს ფეცბურთელად და რავი, მემგონი პუჩიც მაგის გზას ადგას სამწუხაროდ😕