workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2014 წელს ჯამალ მუსიალა ბარსელონას შესთავაზეს

2014 წელს ჯამალ მუსიალა ბარსელონას შესთავაზეს

დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2004 წელს “ბარსას” მიუნხენელთა ერთ-ერთი ტალანტის გაფორმების შანსი ჰქონდა: 7 წლის წინ, როდესაც ჯამალ მუსიალა “ჩელსის” აკადემიაში ირიცხებოდა, მამამისმა იგი კატალონიურ გრანდს შესთავაზა.

თუმცა, “ბლაუგრანამ” ნიგერიელ-გერმანელის გაფორმება FIFA-ს რეგულაციების გამო ვერ შეძლო – წესების თანახმად, კლუბს არ აქვს უფლება, 16 წლამდე ევროპელი მოთამაშე გაიფორმოს, თუ მისი ოჯახი ამავე ქვეყანაში არ ცხოვრობს.

ამავდროულად, ამ პერიოდში “ბარსელონას” სატრანსფერო ბანი ედო. საბოლოო ჯამში, მუსიალამ, რომელსაც ნიგერიელი მამა და გერმანელი დედა ჰყავს, “ბაიერნს” მიაშურა და გერმანიის მოქალაქეც გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 08 დეკ 2021, 16:17

    მერე? ახლა ბაიერნშია და აწიოკებს ყველაფერს?