workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

ფაბრიციო რომანო ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეების შესახებ მორიგ ცნობებს ავრცელებს.

როგორც იტალიელი იუწყება, “ბარსა” დანი ოლმოს შეძენაზე, რომელსაც “მანჩესტერ სიტიც” აკვირდება, მომავალ ზაფხულში უფრო ფიქრობს, ვიდრე იანვარში. ყოფილ კლუბში დაბრუნება თავად ესპანელსაც სურს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიელები თვალს ადევნებენ, ანდრეას კრისტენსენია. წყაროს ინფორმაციით, თუ იგი “ჩელსისთან” კონტრაქტს (რომელიც 2022 წლის 30 ივნისს იწურება) არ გაახანგრძლივებს, გუნდი დანიელის დამატებას შეეცდება, თუმცა, მისთვის “მილანიც” იბრძვის.

რაც შეეხება ქარიმ ადეიემის – “ბლაუგრანა” ახალგაზრდა შემტევსა და მის აგენტს დაუკავშირდა, მაგრამ ამჟამად ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტი დორტმუნდის “ბორუსიაა”. ჟურნალისტის მტკიცებით, გერმანელები 19 წლის მოთამაშეს გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ და ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად მოიაზრებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • NEYBarca
    schedule 07 დეკ 2021, 19:53

    ესეც დასათრევია, ტორესიც და ადიემიც.

  • Albicelecte
    schedule 07 დეკ 2021, 19:38

    ოლმოს ტრანსფერი მგონია პრიორიტეტული, ფიზიკურად კარგად მომზადებული ტექნილურუი უნივერსალი შემტევი, 120 წუთი რომ შეუძთია სირბილი თან ახალგაზრდა და კლუბის აღზრდილი, სათამაშო სტილთან ადაპტაცია რომ არაა პრობლემა

  • Snuh
    schedule 07 დეკ 2021, 19:03

    რა დრო დადგა ბორუსია ფეხბურთელს რომ აგახევს,

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2021, 18:31

    მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ თავისუფალ აგენტებზე მონადირეები, მილანიც მაგრაა დაგეშილი უფასო ფეხბურთელებზე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 დეკ 2021, 18:00

    ოლმო ზაფხულში იჩალიჩონ, კრისტენსენის აზრზე არ ვარ რა იქნება და ადეიმს რა ც შეეხება ეგეც თუ ფულია ღორია მაშის მო@@@@ნია პატრონი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ზაფხულში ადეიმი ჩვენი უნდა იყოს, ძაან ბევრი მიზეზის გამო, ამ ზამთარში ტორესს, კავანის და იმ მცველს თუ დავითრევთ მაშინ ძაან მაგარი იქნება