“ბარსელონას” უნივერსალი სერჟი რობერტო, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს.
Sport-ის ინფორმაციით, გუნდის მესამე კაპიტანი ხვალ ფინეთში გაემგზავრება, ზეგ, ხუთშაბათს, კი მას მარჯვენა ფეხის ბარძაყზე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება, რომელსაც გამოცდილი ექიმი ლასე ლემპაინენი გაუძღება.
რობერტოს ფინეთის ქალაქ ტურკუში კლუბის ექიმები გაჰყვებიან. ოპერაციის შემდგომი პერიოდის გასვლის შემდეგ 29 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში დაბრუნდება და რეაბილიტიაციის პროცესს დაიწყებს.
ივარაუდება, რომ სერჟის დაახლოებით 4 თვე გაუცდება.
სერჟი რობერტო მიმდინარე სეზონში ტრავმებმა გატანჯა, რის გამოც მან 12 მატჩში მოედანზე მხოლოდ 567 წუთი გაატარა. ოპერაცია ესპანელ მოთამაშეს სრულად გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.




ანუ რეაბილიტაცია სეზონის ბოლომდე გაიწელება და ამის გაყიდვაც გამოირიცხა ალბათ.
ფინეთს ჩემპიონატი ხო აქვს, ხოდა დარჩეს იქ და სუპერვარსკვლავი იქნება
დარჩეს მანდ.