შესაძლოა, “ბარსელონამ” არტურ კაბრალის შეძენაზე უარი თქვას, წერს Sport.
ბაზელის 23 წლის ცენტრალურ თავდამსხმელს შვეიცარიის სუპერ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, თუმცა კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ იგი ყველა აუცილებელ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომაც, მის ტრანსფერზე მუშაობა შეჩერდა.
მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შემდგარია. კაბრალის აგენტი “ბარსას” ლეგენდა დეკუა, რაც, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” მის შეძენას გადაწყვეტს, მოლაპარაკებების პროცესს გაამარტივებს.
კაბრალს “ბაზელთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.
“ბლაუგრანა” გოლის გამტან ფეხბურთელებს ეძებს, რადგან გუნდს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, “ბარსას” რიგებში ედინსონ კავანი ვიხილოთ.
ნუ იქ თუ 14-დან 14 გოლი გაიტანა, აქ 25-დან 1 გაიტანს ან 2 და გვეშველება.
"ბლაუგრანა" გოლის გამტან ფეხბურთელებს ეძებს, რადგან გუნდს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა აქვს.
კარში არ ვურტყავთ საერთოდ და გოლი როგორ გავა?
ჩემი აზრით პირველ რიგში ფერან ტორესია მოსაყვანი, ეგ საჩქაროა, ადეიმი ზაფხულში დაითრიონ და მერე დაცვა გააძლიერონ, ეს ტიპი მე არ ვიცი ნაღდად და ამ სტატისტიკებსაც და დავეყრდნობოდი მაინც რადგან ეგ არ ნიშნავს იმას რომ ლა ლიგაშიც შედეგიანი იქნება
რა კაბრალი ლაპორტ გამობართომეუვდი?
გასაყიდები გაყიდეთ და ფულიც იქნება
ადეიემი ჩვენია რა.ტიპმა კულე ვარო,ამათმა ლიჟბი შეთავაზება გააკეთონ და ეგაა.