მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა “ლა მასიელების” სიმრავლით გამოირჩევა, მაგრამ “ბეტისთან” ზეგ გასამართი დაპირისპირება გამორჩეული იქნება იმით, რომ მოედანზე “ბარსას” სკოლის კიდევ უფრო მეტ აღზრდილს ვიხილავთ.
კატალონიელთა მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში 6 “ლა მასიელის” ხილვაა მოსალოდნელი – პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, გავი. შესაძლოა, მათ დაემატოს მინგესა, ან გარსია გამოაკლდეს.
“ლა მასიელების” რაოდენობა კი “ბეტისის” ხარჯზე გაიზრდება, თან აუცილებლად. სევილიელთა რიგებში “ბარსელონას” აკადემიის 5 აღზრდილი ირიცხება. საუბარი გვაქვს მარკ ბარტრაზე, ხუან მირანდაზე, ექტორ ბელერინზე, მარტინ მონტოიასა და კრისტიან ტელიოზე.
“ბეტისის” მხრიდან ხუთივე “ლა მასიელს” მოედანზე ვერ ვიხილავთ, მაგრამ დიდი შანსია, რამდენიმე მათგანი ვიხილოთ.
და როგორც ყოველთვის, საუკეთესოები არიან მოედანზე. განსაკუთრებით ბარსას წინააღმდეგ.
ბარტრას მარტო 14წლის კოპა დელრეის ფინალის გამო უნდა გადავუაროთ
საინტერესო დაპირისპირება იქნება, იმედია დამაჯერებლად მოვიგებთ