“ბარსელონა” ოფიციალურად ადასტურებს, რომ პედრი გონსალესი და ალეშია პუტელიასი მიღებულ ჯილდოებს შაბათს, “კამპ ნოუზე”, “რეალ ბეტისთან” მატჩის წინ წარადგენენ.
19 წლის ნახევარმცველმა 29 ნოემბერს რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო მოიგო, რომელიც საუკეთესო 21 წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა, “ბარსას” ქალთა გუნდის კაპიტანი კი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.
პედრისა და პუტელიასს მიღებულ ჯილდოებს “ბარსელონას” ბულგარელი ლეგენდა, ხრისტო სტოიჩკოვი გადასცემთ.
ცნობისთვის, პუტელიასი ოქროს ბურთს, “კამპ ნოუმდე” “იოჰან კრუიფ არენაზე”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ქალთა გუნდების მატჩის დაწყებამდეც წარადგენს.
ისე სხვა თემაა სულ და მაინც, გუშინ პსჟ-ნიცას ვუყურე. ეს ტოდიბო რა ცხოველი დამდგარა ფეხი არ გაანძრევინა იმ რეალის საოცნებო მბაპეს, აგორავა საჯარიმოს მისადგომებში. გაჰკრავდა მხარს და ორ მეტრაზე ისროდა. მოკლედ 90 წუთზე სულ თითოჯერ დაარტყეს ლეომაც, მბაპემაც და დი მარიამაც. ეს კაცი გავყიდეთ? თუ არენდით ყავთ აღარც მახსოვდა. რა სხვაგან ხდებიან მხეცები ეს ჩვენი გაშვებულები.
აუ ნაგრად ვღადაობ ფბზე კომენტარებში, ტიპები იხევიან ლევანდოვსკის ეკუთვნოდაო და ახლა ბაიერნი ბარსას 8-2 ს მოანატრებსო, აი პროსტა 100მაგად მინდა რომ ბარსამ მოიგოს, მგონი ზოგ-ზოგიერთებს დაავიწყდათ რომ ბარსა ჯერ კიდევ ბარსაა და გრანდია