workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ქალთა ოქროს ბურთის მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა

ოფიციალურად: ქალთა ოქროს ბურთის მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა

ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის ქალების “ოქროს ბურთის” მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა.

ამ ნომინაციაში “ბლაუგრანას” 5 წარმომადგენელი ჰყავდა: ირენე პარედესი, ლიკე მარტენსი, ჯენიფერ ერმოსო და სანდრა პანიოსი.

ქალთა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2019 წლიდან გაიცემა, შესაბამისად, ალეშიამდე ეს ტიტული მეგან რაპინოუმ და ადა ჰეგერბერგმა მოიგეს.

პუტელიასი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება – მთლიანობაში, მას მონაწილეობა 355 მატჩში აქვს მიღებული, მის ანგარიშზე კი, 151 გოლია.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020/21 წლების სეზონში მოგებულ ტრიპლეტში ალეშიამ უდიდესი როლი ითამაშა.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი IFFHS-მა ცოტა ხნის წინ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა. ის ასევე UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 30 ნოე 2021, 08:57
    #3

    ვინ თუ არა ბარსელონელი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 ნოე 2021, 00:24
    #2

    ძაანაც კარგი, თვითონ გუნდიც ხო არანორმალურ ფორმაშია და ესეც ერთ ერთი ლიდერია ამ გუნდის

  • C.PC5
    schedule 30 ნოე 2021, 00:21
    #1

    ალექსია ნამდვილად იმსახურებდა, ქალების მესია. ბარსაზე ნუ რა ვთქვა, რა დღეში ვართ მოეხსენება ყველას და მაინც ამდენ პოზიციაზე გვყავს ნომინანტები და გამარჯვებულები. უდაოდ საუკეტესო კლუბი ისტორიაში barca-4