“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ვილიარეალთან” მოპოვებული გამარჯვების (3-1) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მოგება ძვირად დაგვიჯდა. თამაშს იმაზე ნაკლებად ვაკონტროლებდით, ვიდრე მოველოდი. შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, “ვილიარეალს” წაგება არ დაუმსახურებია. გაგვიმართლა, რომ მემფისმა გატანა მოახერხა. ეს ჩვენთვის სამი ოქროს ქულაა.
თამაშზე უფრო მეტი კონტროლი უნდა დავამყაროთ და ბურთთან ერთად უნდა ვდომინირებდეთ.
საოცარ სტადიონზე საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ გაგვიმართლა. ფეხბურთი ასეთია – იღბალი ხან გეხმარება, ხან – არა.
აუტის მოწოდებისას სულელური შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა.
ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამი შეხვედრიდან, დღეს მოგებას ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
ჩვენ “ვილიარეალზე”, ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, გარკვეული ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ. მეტოქის ნახევარზე უფრო მეტად უნდა ვდომინირებდეთ, თუმცა ეს ჯერ დასაწყისია.
ჟორდი ალბამ მითხრა, რომ პირველ ტაიმში დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა მოედანზე დარჩენა სურდა. მან დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა თამაში გაეგრძელებინა.
კაპიტნებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისინი ყველაფერს აკეთებენ.
მსაჯებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ძალიან რთული პროფესიაა. VAR არსებობს. აქ არბიტრების განსასჯელად არ ვარ, რადგან ერთ დღეს ისინი შენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე დღეს კი – შენს საწინააღმდეგოს. ამაზე არ ვისაუბრებ.
მეორე გოლი ტაქტიკური მოქმედების შედეგი იყო, რომელიც ვარჯიშებზე დავამუშავეთ.
ეს მებრძოლი სულის გამარჯვება იყო, რაც ძალიან მისასალმებელია. მაშინაც უნდა მოიგო, როდესაც კარგად ვერ თამაშობ. დღეს ბევრად ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ “ბენფიკასთან” მატჩთან შედარებით, სადაც მოგება დავიმსახურეთ, თუმცა ეს არ მოხდა.
ფერან ტორესი? ტრანსფერებზე სასაუბროდ სწორი დრო არაა.
თამაშის დასრულების შემდეგ ემერის ველოდებოდი, რომ ხელი ჩამომერთმია, თუმცა… ვფიქრობ, მესმის, რატომაა ის გაბრაზებული.
მაგრა ჩანდა დეპაი, ადამა და ტორესი რისი მაქნისებიც იყვნენ. გავი და პედრი რო ყავდა ერთად რამდენი თამაში ითამაშეს ერთი მაგასაც გადახედე. კესი სტილში ვერ ჩაჯდა ფაქტია თორემ უდავოდ კარგი ფეხბურთელია. კრისტენსენი ძალიან კარგი ტრასნფერი აღმოჩნდა ერთი და რაფინიას რაც შეეხება რავიცი, ეგეც თუ ფეხბურთელია და თან ბრაზილიელი აღარ ყოფილა საშველი. კატასტროფა ბარსაში მოვიდა ნამდვილად.
ზედმეტად მარტივად უყურებთ ფეხბურთს
თუ ძმა ხარ ხშირად წერე კომენტარები, გულს მაინც მოვიფხან და მე აღარ დავწერ. 100 დან 95 მაინც იმას წერ რასაც მე ვფიქრობ👍👍👍
მაგ გუნდმა მოუგო შარშან რეალს. ვილიარეალი სუსტი გუნდი როგორ გგონიათ არ მესმის.
მაგრა ჩანდა დეპაი, ადამა და ტორესი რისი მაქნისებიც იყვნენ. გავი და პედრი რო ყავდა ერთად რამდენი თამაში ითამაშეს ერთი მაგასაც გადახედე. კესი სტილში ვერ ჩაჯდა ფაქტია თორემ უდავოდ კარგი ფეხბურთელია. კრისტენსენი ძალიან კარგი ტრასნფერი აღმოჩნდა ერთი და რაფინიას რაც შეეხება რავიცი, ეგეც თუ ფეხბურთელია და თან ბრაზილიელი აღარ ყოფილა საშველი. კატასტროფა ბარსაში მოვიდა ნამდვილად.