ჩავი ერნანდესი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ვილიარეალთან” მოპოვებული გამარჯვების (3-1) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მოგება ძვირად დაგვიჯდა. თამაშს იმაზე ნაკლებად ვაკონტროლებდით, ვიდრე მოველოდი. შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, “ვილიარეალს” წაგება არ დაუმსახურებია. გაგვიმართლა, რომ მემფისმა გატანა მოახერხა. ეს ჩვენთვის სამი ოქროს ქულაა.
თამაშზე უფრო მეტი კონტროლი უნდა დავამყაროთ და ბურთთან ერთად უნდა ვდომინირებდეთ.
საოცარ სტადიონზე საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ გაგვიმართლა. ფეხბურთი ასეთია – იღბალი ხან გეხმარება, ხან – არა.
აუტის მოწოდებისას სულელური შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა.

ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამი შეხვედრიდან, დღეს მოგებას ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. 

ჩვენ “ვილიარეალზე”, ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, გარკვეული ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ. მეტოქის ნახევარზე უფრო მეტად უნდა ვდომინირებდეთ, თუმცა ეს ჯერ დასაწყისია.
ჟორდი ალბამ მითხრა, რომ პირველ ტაიმში დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა მოედანზე დარჩენა სურდა. მან დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა თამაში გაეგრძელებინა.
კაპიტნებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისინი ყველაფერს აკეთებენ.
მსაჯებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ძალიან რთული პროფესიაა. VAR არსებობს. აქ არბიტრების განსასჯელად არ ვარ, რადგან ერთ დღეს ისინი შენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე დღეს კი – შენს საწინააღმდეგოს. ამაზე არ ვისაუბრებ.
მეორე გოლი ტაქტიკური მოქმედების შედეგი იყო, რომელიც ვარჯიშებზე დავამუშავეთ.
ეს მებრძოლი სულის გამარჯვება იყო, რაც ძალიან მისასალმებელია. მაშინაც უნდა მოიგო, როდესაც კარგად ვერ თამაშობ. დღეს  ბევრად ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ “ბენფიკასთან” მატჩთან შედარებით, სადაც მოგება დავიმსახურეთ, თუმცა ეს არ მოხდა.
ფერან ტორესი? ტრანსფერებზე სასაუბროდ სწორი დრო არაა. 
თამაშის დასრულების შემდეგ ემერის ველოდებოდი, რომ ხელი ჩამომერთმია, თუმცა… ვფიქრობ, მესმის, რატომაა ის გაბრაზებული.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (44)

  • nika 54
    21 ოქტ 2022, 10:12

    მოკლედ უპოვა დე იონგს "თავისი ადგილი" მოედანზე? მადლობა ღმერთს აქამდე დაეყენებინა ეხლა სად იქნებოდა გასული. მაგრამ არც ისე გვიანია ბუსკეტსის წასვლამდე ალბათ ბოლომდე აითვისებს ურთულეს პოზიციას.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    21 ოქტ 2022, 09:23

    ერთადერთი ალონსოზე ვერ დაგეთანხმები მაესტრო მერე თუ გამოსწორდება არვიცი,მაგრამ ჯერჯერობით ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადმოსახედიდან ისევ ალბა მირჩევნია.

  • Gaucho24
    21 ოქტ 2022, 09:04

    "დე იონგი თამაშს ბრწყინვალედ კითხულობს და ამ კომპონენტში გუნდში საუკეთესოა. ის ხაზებს შორის შესანიშნავად შედის და დაცვაშიც კარგად მოქმედებს. ფრენკი დღეს განსაკუთრებით კარგი იყო – მან დამარწმუნა, რომ საყრდენის პოზიციაზე უნდა ითამაშოს"
    ძლივს , როგორც იქნა , რასაც 3 წელია გავიძახი , ძლივს , დარწმუნდა როგორც იქნა

  • ტიტი
    21 ოქტ 2022, 02:46

    ძლივს ფერანი თავის პოზიციაზე ათამაშა და გამოჩნდა რომ არაა ეგ ბიჭი ხელწამოსაკრავი.

  • .Gladiator.
    21 ოქტ 2022, 01:28

    ალონსო კარგი იყოო მართლა თქვა? 😂😂

  • nika 54
    28 ნოე 2021, 20:51

    "კაპიტნებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისინი ყველაფერს აკეთებენ".
    აქ კი წერდნენ ჩავი არ მოვა სანამ ყველა ძველი ფეხბურთელები არ წავლენო. წესრიგს ვერ დაამყარებსო. ეტყობა მარტო მესის და სუარესის წასვლას ელოდებოდა.

  • azulgerana
    28 ნოე 2021, 15:26

    კაცი რამხელა ინტერვიუს აკეთებს თანაც კრიტიკულს საღოლ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    28 ნოე 2021, 14:21

    კარგია რომ ყველაფერს რეალურად აფასებს თავს არ იმართლებს და ხვდება რა აქვს შესაცვლელი და გამოსასწორებელი,წინამორბედივით რომ არ გამოდის და არ გაიძახის ამ რესურსით რა უნდა მექნა და გამეკეთებინაო,ან გამარჯვებას ვიმსახურებდითო.

  • Pedro González López
    28 ნოე 2021, 13:11

    ციტატა: Barca_MNS
    მესმის როტაცია, მესმის ის რიმ 90 წთ ტემს ვერ აკონტროლებს ბარსა, ბევრი შეცდომები…….

    ოქეიიიიი, მაგრამ ამის დედაც ტაბლოზე 3 გოლის დანახვა მომენატრა, კოუტინიოს მაკრატელა გასუკიყო და მთეკს მის ჩასვრას დავივიწყებდი ბარსაში მოსვლის დღიდან, ითამაშოს და ხმის ამომღები ვინაა.

    მემგონი კოუტინიომ მაკრატელას დარტყმა რო გაბედა და სცადა უკვე პროგრესაია, რაღაცნაირად მონდომებული მომეჩვენა..

  • Barca_MNS
    28 ნოე 2021, 12:05

    მესმის როტაცია, მესმის ის რიმ 90 წთ ტემს ვერ აკონტროლებს ბარსა, ბევრი შეცდომები…….

    ოქეიიიიი, მაგრამ ამის დედაც ტაბლოზე 3 გოლის დანახვა მომენატრა, კოუტინიოს მაკრატელა გასუკიყო და მთეკს მის ჩასვრას დავივიწყებდი ბარსაში მოსვლის დღიდან, ითამაშოს და ხმის ამომღები ვინაა.

  • davidus2020
    28 ნოე 2021, 10:21

    ასიანი ილაპარაკა ხავიმ, ეს ალბათ ყველაზე ცუდი მატჩი იყო. მაგრამ პირველ ტაიმში იმ მომენტები დან ნახევარი მაინც რომ გაგვეტანა,მინიმუმ ორი ბურთით დავწინაურდებოდით და სხვა თამაში წავიდოდა, ისე თვალი არჩევს იღბლიანია!

  • kanja
    28 ნოე 2021, 10:07

    საშუალო დონის თამაშით 3 ქულა… გაგვიმართლა…

  • Zura Gviniashvili
    28 ნოე 2021, 09:43

    საშინელი თამაში იყო მეორე ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა. მგონი ამ კაცს მწვრთნელის ამპლუაში მაგარი იღბალი აქვს რამდენჯერ გადავრჩით და როცა მეგონა მოგება კი არა ალბათ წავაგებთ კიდევაც მეთქი პირიქით მაინც მოვიგეთ.

  • BEQA BARCA
    28 ნოე 2021, 09:39

    აა კაცი. გასაკრიტიკებელია და აკრიტიკებს. კჰმანივით არ იძახის მაგრად ვითამაშეთო ❤

  • nik41
    28 ნოე 2021, 03:01

    ძლივს კაცი დაინიშნა მწვრთნელათ და არტირის და მსაჯებზე არ ლაპარაკობს როგორც სხვები ტიროდენ და მსაჯებს მისტიროდენ მაგაში მომწონდა ზიდანიც ცუდი თუ კარგი მსაჯზე ხმა არ დასდებოდა და ტირილს არ იწყებდა საკუთარ თავზე იღებდა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და კარგია რომ ხავიც ეგეთია

  • rivaldo80
    28 ნოე 2021, 02:46

    კარგი ხარ ბიძაა მიხედე ბავშვებს მთავარია მოვიგეთ.ჰეითერებმა იყეფოონ..))))

  • me da barca
    28 ნოე 2021, 02:42

    ბევრი იტყოდა მოგებას ვიმსახურებდით, დავახიეთ ბურთი თავზეო.

  • EL MAESTRO 6
    28 ნოე 2021, 02:42

    მართალი თქვა ყველაფერი და იმედია მალე გამოასწორებეთ ხარვეზებს❤❤

  • Kaka
    28 ნოე 2021, 02:38

    კრისტალს ბაზრობთ ხავი ბატონო

  • Andria
    28 ნოე 2021, 02:37

    ესაა ფეხბურთი ბენფიკასთან მაგარი თამაში გვქონდა უგოლო ფრე ახლა ცუდი მატჩი გვქონდა 3-1 მოვიგეთ ეგაა ;))