workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელჩე-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის წინ

ელჩე-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ელჩესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ბოლო 3 შეხვედრაში დამატებითი დროში ვითამაშეთ. “ელჩესთან” გასვლაზე ზედიზედ მე-7 მატჩს ჩავატარებთ. გვინდა, რომ ფეხბურთელები დაგვიბურნდნენ. სიახლეები გვჭრდება.

თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და ძლიერი მენტალიტეტის მქონე სასტარტო შემადგენლობა გამოვიყვანოთ.

დესტმა ბევრი მატჩი ჩაატარა. ის “ბარსაში” პირველ სეზონს ატარებს. სერჟინიო ძალიან ახალგაზრდაა. როგორც ჩანს, ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ითამაშებს თუ არა ხვალ ძირითადში.

სერჟი რობერტო ჩვენთან ერთად ყოფნას მალე შეძლებს. მას მკურნალობის დასასრულებლად ცოტა დრო კიდევ სჭირდება.

მიმდინარე სეზონში 12-დან 7 პენალტი ვერ გავიტანეთ. ეს ძალიან ბევრია.

გუშინ და დღეს თერთმეტმეტრიანებში ვივარჯიშეთ.

თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი, რა თქმა უნდა, მესია, მაგრამ, თუ ის არ თამაშობს, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი კარგი პენალტისტი გვჭირდება. რაღაც უნდა გავაკეთოთ.

ვიცი, რომ ვარჯიშისა და თამაშის დროს პენალტის შესრულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ტრიბუნები ცარიელია და ზეწოლა შედარებით ნაკლებია.

ლუის სუარესი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი გაშვების გადაწყვეტილება კლუბთან ერთად მივიღეთ. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. მან “ეიბარს” თერთმეტმეტრიანი გაუტანა, მაგრამ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, იყო თუ არა ნამდვილად პენალტი.

ესპანეთის სუპერ თასის გარდა, გუნდმა იანვარში შესაბამისად იმოქმედა და მენტალური სიძლიერე გამოამჟღავნა.

ზედიზედ 8 მატჩი გასვლაზე? ეს ბრუტალური ციფრია. 8 თამაში სტუმრად სიგიჟეა.

ხვალინდელი შეხვედრისთვის პენალტის 2 შესაძლო შემსრულებელი გვყვავს. საბოლოო გადაწყვეტილებას კაპიტანი მიიღებს.

ფირპოს მომავალი? ეს მისი გადასაწყვეტია.

კონრადი? ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მან რაღაცები უნდა გააუმჯობესოს, მაგალითად, იცოდეს, როდის დაიკავოს ფლანგი. ახლა მესი და ფატი არ გვყვავს, მაგრამ ჩევულებრივ პირობებში მირჩევნია, ასეთმა ფეხბურთელებმა “ბარსა ბ-ს” შეხვედრებში ითამაშაონ, მათ შორის ილაიშ მორიბამ და კოლიადომაც. მათ თამაში სჭირდებათ.

საპრეზიდენტო კანდიდატებთან და კარლეს ტუსკეტსთან შეხვედრა? მოთამაშეები გვაკლია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კლუბის ფინანსურ შესაძლებლობაზე. გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. მე მათ ვესაუბრე, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

არაუხო? მისი წვლილი დიდია. ის ბევრ თამაშს ატარებს საკმაოდ მისაღებ დონეზე. ის ახალგაზრდაა. რონალდს საოცარი შესაძლებლობები აქვს. მან რაღაცეები უნდა გააუმჯობესოს, მაგალითად, პასი და ბურთის კონტროლი, მაგრამ ის ამ ასაკში ძალიან კარგად გამოიყურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (20)

  • me da barca
    schedule 24 იან 2021, 03:19

    ხვალ 3 ქულა დადე, ან დარჩი მანდ.
    რეალმა მოიგო, სევილიამ მოიგო, ატლე იგებს და იგებს.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 24 იან 2021, 03:03

    იყო თუ არა მაგას არაქვს აზრი შე თავგასიებულო, მთავარია რომ შესრულება იცის და ღლემბელე ბრეტა კლიზმანივით დრაკში არ უშვებს, მაგ სამეულს ერთად აღებულს ჯობს სუარესი და დარწმუნებულივარ ნანობ კიდევაც

  • Ronald Araújo
    schedule 23 იან 2021, 23:38

    ბიჭებო ssc napoli georgia გვერდი როა ალბათ ყველამ იცით ხოდა შაკო ღებულობს მონაწილეობას ხოდა მოვაგებინოთ მაისური😄
    სადაც მონაწილეობს იმ გვერდს
    Jassport აწერია გადადით და ჩააგულეთ😄

    Ronald Araújo,
    Ps 00:00 სრულდება გათამაშება🤣

  • C.PC5
    schedule 23 იან 2021, 23:19

    მოსაგები გვაქვს უეჭველად. გასვლაზე თამაში არაფერს ნიშნავს ფაქტიურად ასეთ პირობებში და მასე გასაგიჟებელი ამბავიც არაა ეგ 8 გასვლითი მატჩი. რეალმა თუ დღეს დაკარგა ქულები კარგი შანსი გვექნება რომ გავურთულოთ საქმე!

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 23 იან 2021, 22:24

    პსჟმ მონპელიეს 3 წუთში სამი ბურთი შეუგდო:დ, მალე მოვიდეს 16 თებერვალი, რაც მოსახდენია მოხდეს, ვერ გავექცევით. ნეიმარს სამწუხაროა, რომ კამპნოუ გადატენილი ვერ დახვდება და ისეთ დახვედრას ვერ მიიღებს, როგორსაც იმსახურებს.

  • ალექსი
    schedule 23 იან 2021, 21:02

    კუმანნი არ მომწონს მაგრამ მთლად ვერ დავადანაშაულებთ, რადგან იქ შესაბამისი ფეხბურთლები უნდა გყავდეს, ეს ახალგაზდები ვერაფერს აკეთებენ, თუმცა მომწონს რომ თამაშებში აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას

  • Chico
    schedule 23 იან 2021, 19:30

    ეს კუმანი, მე მგონია არაფრად არ თვლის ფანების აზრს და მნიშვნელობას.
    მას რომ უსმინო, გამოდის, რომ არავის არაფერი ესმის ფეხბურთში და მარტო თვითონ არის ყველაზე ჭკვიანი. ამ დროს უბრლო ნაგლი დებილია ( ამაში დრწმუნდა ყველა, და არა მარტო ბარსაში მისი მოღვაწეობისას).
    რომ მქონდეს საშუალება პირადი შეხვერის, გავცემდი სათნადო პასუხს მაგასც და მთელ ხემძღვანელობას ამხლა კლუბის დნგრევისათვის.
    – გუშინ და დღეს პენალტებზე ავარჯიშა… ადრე ექნა ამ დალოცვილს, მაგრამ სანამ 12 დან 7 არ გაიმაზა, აზრზე ვერ მოვიდა. – სუარესი შესნიშავი ფეხბურთლიაო. ბართომეოს ხუნტასთან ერთად გადავწყვიტეთ მისი გაგდებაო… და ამ გადაწყვეტილების სისწორეს იმითი ხსნის, რომ პენლტი კი გაიტნა, მაგრამ საჭვოა პენალტის სისწორეო…. დებილია, აბა რა არის. – მოთამაშეები მაკლიაო… არაფერი არ აკლია. მშვენიერი ახალგაზრდები არიან გუნდში. ასწავლე ტაქტიკა და კომბინირებული თამაში, დაუხვეწე ტექნიკა, მიეცი სტიმული და დაბრდღვნიან. მაგრამ იმათ რა უნდა ასწვლოს, თვითონ გაგებაში არ არის.
    რა ვარჯიშებსაც ატარებს, იმ თამაშს თამაშობენ. გზააბნეულები დარბიან მთელი თმაში.

    მესი-მესი… ეგეც რომ ა იყოს, რა ეშველებოდა ამ უსუსურს. მესის ჩრდილად არ ღირს კუმანი, თავის ხელმძღვანელობასთნ ერთად. მესის არასოდეს დაუყენებია თავისი თავი კლუბზე მაღლა…

  • saba17
    schedule 23 იან 2021, 18:03

    Konrad de la Fuente,
    მაგაშიც გეთანხმები მაგრამ არამგონია ნაგელსმანი ცუდი იყოს გრანდში.არ ყავს ბარსას ისეთი შEმადგენლობა მაგრამ რატომ გაუშვა სუარეზი ჩვენმა კუმანმა, გაუშვა რა გააგდო.ეს იყო უდიდესი შეცდომა რასაც დაუშვებდა,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ არაა ისეთი მწვრთნელი რომელსაც გუნდის ,,დაქოქვა" შეუძლია.

  • Konrad de la Fuente
    schedule 23 იან 2021, 17:58

    ციტატა: saba17
    კუმანის რა გითხრათ მაგრამ მე ძალიან მომწონს ლაიპციგის მწვრთნელი ნაგელსმანი.ჯერ ახალგააზრდა და კიდევ ბევრს მიაღწევს რაც აქვს იმით აკეთებს მაქსიმუმს.კუმანი ამას ვერ შვრება ჰალანდი მპაბე ვან დაიკი თU მოიყვანე მე რომც ვიყო მწვრთნელი მაინც მოვიგებდი ყველაფერს.მწვრთნელი იმისთვისაა,რომ გუნდში არსებული რესურსით მაქსიმუმი გააკეთოს,გაამხნევოს თამაშის განმავლებაში ამას კი კუმანი არ შვრება ზის ჩუმად და ხმას არ იღებს რავიცი რავიცი


    ეგრე გვარდიოლასაც უმაღლესი შემადგენლობა ჰყავდა, ამ დონის გუნდში რო ბრეითვეითი გეყოლება ფორვარდი და დაცვაში ლანგლე მწვრთნელის კრიტიკა ზედმეტი მგონია. ნაგელსანმა კიდევ შეიძლება გრანდში წნეხს ვერ გაუძლოს, ლაიპციგის და ბარსას შორის დიდი სხვაობაა.

  • saba17
    schedule 23 იან 2021, 17:55

    კუმანის რა გითხრათ მაგრამ მე ძალიან მომწონს ლაიპციგის მწვრთნელი ნაგელსმანი.ჯერ ახალგააზრდა და კიდევ ბევრს მიაღწევს რაც აქვს იმით აკეთებს მაქსიმუმს.კუმანი ამას ვერ შვრება ჰალანდი მპაბე ვან დაიკი თU მოიყვანე მე რომც ვიყო მწვრთნელი მაინც მოვიგებდი ყველაფერს.მწვრთნელი იმისთვისაა,რომ გუნდში არსებული რესურსით მაქსიმუმი გააკეთოს,გაამხნევოს თამაშის განმავლებაში ამას კი კუმანი არ შვრება ზის ჩუმად და ხმას არ იღებს რავიცი რავიცი

  • Konrad de la Fuente
    schedule 23 იან 2021, 17:43

    ალავესი ჩახდით ბალერინებს დღეს.

  • Iniesta_8
    schedule 23 იან 2021, 17:27

    არაფერი მეტოქე ელჩე არაა, ახლა სირბილი თუ გეზარება და მეტოქეს გოლებს აჩუქებ ეგრე უბნის გუნდიც მოგიგებს. ბოლომდე დაიხარჯნონ და ვნახავათ თუ არ მოიგებენ.

  • El pistolero 9
    schedule 23 იან 2021, 17:27

    Coutinho14,
    ტლანქია ძაან.ბურთის კონტროლი უჭირს თორე ორთაბრძოლების მოგება და პოზიციის შერჩევა არ ეშლება

  • GiorgiGabe99
    schedule 23 იან 2021, 17:19

    არაუხოსე რო იძახის ტიპი კედელია მეტი რაღა უნდა გააუმჯობესოს გოლების გატანას ხო არ დაიწყებს კაცი :დდ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 23 იან 2021, 17:03

    მესამე ლიგის გუნდ კორნელიას ვერ მოვუგეთ უკვე ძირითად დროში, დამატებითი დროის გარეშე,ელჩესთანაც რა იქნება არვიცი,თანაც მესი ისევ არ იქნება, რომლის გარეშეც მესამე ლიგის გუნდთთანაც კი უჭირს ბარსელონას თამაში უკვე.

  • Konrad de la Fuente
    schedule 23 იან 2021, 16:46

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    აბა შენ იცი დებილო იმედია რამე სიურპრიზს არ გვიმზადებ და ჭწყნარად ავიღებთ სამ ქულას


    არადა მესამე ლიგის გუნდს ვერ მოვუგეთ წყნარად და ლა ლიგის ყველაზე დაცვით გუნდთან რომელმაც რეალსაც აუღო ქულა რა შანსი გვაქ მესის გარეშე არ ვიცი. მაგრად მეეჭვება მოგებაც და მით უმეტეს მარტივად მოგება. ეიბარს ვერ მოვუგეთ კამპ ნოუზე ლეოს გარეშე და რავი. ატლეტიკოს კიდე აშკარად მსაჯები მასტავენ. ალბათ ლა ლიგამ გადაწყვიტა ტურნირი რო უფრო საინტერესო გახდეს მესამე გუნდი გაჩემპიონდეს. რეიტინგისთვის კარგი იქნება, ასე ფიქრობენ. კიდე იქნება ატლეს სასარგებლო გადაწყვეტილებები წელს. თOრე მარგად დაეცა ლა ლიგის რეიტინგი.


    ლა ლიგაზე სხვა მოტივაცია იქნება, ბოლო იგრები გასვლაზე გამოვასწორეთ თან და მე ვფიქრობ მოვიგებთ ხვალ.

  • ბასქუ10
    schedule 23 იან 2021, 16:45

    აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორემ ის იმედის ნაპერწკალიც გაქრება რაც დაგვრჩა

  • Don_Andresito
    schedule 23 იან 2021, 16:38

    ციტატა: M10 S9 D11
    აბა შენ იცი დებილო იმედია რამე სიურპრიზს არ გვიმზადებ და ჭწყნარად ავიღებთ სამ ქულას


    არადა მესამე ლიგის გუნდს ვერ მოვუგეთ წყნარად და ლა ლიგის ყველაზე დაცვით გუნდთან რომელმაც რეალსაც აუღო ქულა რა შანსი გვაქ მესის გარეშე არ ვიცი. მაგრად მეეჭვება მოგებაც და მით უმეტეს მარტივად მოგება. ეიბარს ვერ მოვუგეთ კამპ ნოუზე ლეოს გარეშე და რავი. ატლეტიკოს კიდე აშკარად მსაჯები მასტავენ. ალბათ ლა ლიგამ გადაწყვიტა ტურნირი რო უფრო საინტერესო გახდეს მესამე გუნდი გაჩემპიონდეს. რეიტინგისთვის კარგი იქნება, ასე ფიქრობენ. კიდე იქნება ატლეს სასარგებლო გადაწყვეტილებები წელს. თOრე მარგად დაეცა ლა ლიგის რეიტინგი.

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2021, 16:28

    აბა შენ იცი დებილო იმედია რამე სიურპრიზს არ გვიმზადებ და წყნარად ავიღებთ სამ ქულას

  • BEQA BARCA
    schedule 23 იან 2021, 16:23

    ძალიან დიდი იმედი მაქ რო მოვიგებთ. მარტო იმაზე არაა რო შეილება ჩემპიონი ვერ გავხდეთ უბრალოდ რომ მოვიგოთ შემდეგი მატჩს უფრო დამაჯერებლად შევხვდებით იმის იმედად რომ ტიტულის გარეშე არ დავრჩებით და კოპას მაინც მოვიგებთ.

    -გუშინ და დღეს თერთმეტმეტრიანებში ვივარჯიშეთ.
    ეს მომეწონა კიდე კაი ივარჯიშეს მაგაში აშკარად უნდოდათ😁😁😁