workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბენფიკასთან” ხვალინდელი თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ესპანიოლთან” მატჩიდან მეორე დღეს თამაშით უფრო კმაყოფილი ვიყავი. შეხვედრის განმეორებით ნახვის შემდეგ შევნიშნე, რომ 82-83 წუთამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ეს ჩემპიონთა ლიგაა. ტემპი და ინტენსივობა უფრო მაღალი იქნება. “ბენფიკამ” დაამტკიცა, რომ ძალიან სახიფათო გუნდია.
თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ამის გვჯეროდეს… თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ბენფიკასთან” სტუმრად 0-3 წავაგეთ.
ვნახოთ, როდის გამოჯანმრთელდებიან დესტი, დემბელე და რობერტო. ფაქტობრივად, სუფთა გარემარბების გარეშე ვართ. შესაძლოა, დემირს ან კოუტინიოს თამაში შეუძლიათ, მაგრამ პოზიციით ყველა გარემარბი ტრავმირებულია.
ვფიქრობ, პედრიმ Golden Boy-ს ჯილდოს დაიმსახურა. ის სხვაობას ქმნის. პედრის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მას ახლა რთული პერიოდი უდგას, რაც ტრვმითაა გამოწვეული.
მინგესა, ბუსკეტსი და ნიკო სათამაშოდ მზად არიან.
დემბელე დაბრუნება? ვნახოთ, როგორ გრძნობს თავს უსმანი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
მადლობას ვუხდი ფანებს, რადგან ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი ატმოსფერო, როგორიც შაბათს იყო. გულშემატკივრები გვჭირდება, რათა მათ მხარი დაგვიჭირონ და გაგვამხნეონ.
სათამაშო სისტემის გარდა, მოედანზე აზროვნება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ბურთის ფლობა, სწრაფი პრესინგი და აგრესიულობა – ეს ისაა, რაც მინდა.
ძალიან კარგი 5 ცენტრალური მცველი გვყვავს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება.
ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსელონას” მწვრთნელობა თავს პრივილეგირებულად მაგრძნობინებს. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გვყავს იმისათვის, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლოთ… თუმცა, მოედანზე უნდა ვაჩვენოთ, რომ “ბარსა” ვართ.
ტერ შტეგენი ჩვენთვის ფუნდამენტურია… ის მსოფლიოს 3 საუკეთესო მეკარეს შორისაა. ის შესანიშნავად თამაშობს ფეხით. მარკი დაზღვევის გარანტია.
აკომაში ახალგაზრდული ლიგის ბოლო თამაშში მოედნიდან გააძევეს, ამიტომ დისკვალიფიკაციის გამო ის ხვალ ვერ ითამაშებს.
ფიზიკურობა დამოკიდებულია სათამაშო მოდელზე. ჩემი პრიორიტეტი ფიზიკური სიძლიერე არაა, მაგრამ ნიკოსა და დე იონგის წყალობით ეს კომპონენტიც გვაქვს.
“ალ სადის” არცერთი ფეხბურთელის შეძენის ინტერესი არ მაქვს. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • M10 S9 D11
    schedule 23 ნოე 2021, 10:48
    #11

    ფინალის ტოლფასი თამაშია დღეს და უეჭველი მოსაგებია ამდენ სორცხვის ჯგუფში ჩარჩენის სირცხვილსაც ნუ დავამატებთ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 ნოე 2021, 23:28
    #10

    ""ძალიან კარგი 5 ცენტრალური მცველი გვყვავს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება""!
    ===============
    ვაი.. wink ლენგლეც კარგებს მიათვალა..
    worried worried worried

  • La Pulga10
    schedule 22 ნოე 2021, 22:15
    #9

    არაუხო ათამაშე ცხოველია,ცოცხლად შეჭამს ბენფიკას.ნეტა დესტი გამოჯანმრთელდეს შეტევაში მაინც ერთვება,მინგესა სულ მთლად გამოშტერდა.

  • xavi73
    schedule 22 ნოე 2021, 22:00
    #8

    პედრი დაღუპა კუმანმა ტიპს არ ასვენებდნენ ნაკრებიდან პირდაპირ სასტავში აყენებდა და ბოლო მოუღო მაინც /

  • Bakero
    schedule 22 ნოე 2021, 21:55
    #7

    ნეტა არაუხო ათამაშოს მინგესას ჩასვრებს ფლანგზე გაანეიტრალებს ….. ოღონდ ის კუტუნიო არ იყოს და ჯანდაბას ვინც გინდა ის იყოს

  • me da barca
    schedule 22 ნოე 2021, 21:13
    #6

    ციტატა: nika 54
    თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება…
    კი გავალთ, მაგრამ მერე რას ვშვრებით, რას? გეგმა სადაა?


    ძაან თავდაჯერებული ნუ იქნები გასვლაზე. მე მაგალითად 80%-20% მგონია.

  • kanja
    schedule 22 ნოე 2021, 20:42
    #5

    ჩავის ხელში ახალი ბარსა ყალიბდება!..

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2021, 20:38
    #4

    თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება…
    კი გავალთ, მაგრამ მერე რას ვშვრებით, რას? გეგმა სადაა?

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 ნოე 2021, 20:16
    #3

    იმედია მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ რომ ფინალის შემართებით გამოვლენ და იმედია რაღაც რაღაცები ცოტათი მაინც გააუმჯობესეს წინა მატჩის შემდეგ, კარგია ბუსი და ნიკო რომ გვეყოლება, იმედია დესტი და დემბელეც იქნებიან, სეზონის წინ ძაან დიდი შემართებით ველოდი თამაშებს მაგრამ კუმანმა ეგ განწყობა მომიკლა, მაგრამ გუშინ იმაზე ბევრად შემართული ვუყურე თამაშს ვიდრე ოდესმე მიყურებია, მიდი მაესტრო იმედია ყველაფერს მოიგებ და ყველა მიზანს მიაღწევ ბარსაში❤💙

  • Iniesta_8
    schedule 22 ნოე 2021, 20:01
    #2

    ბენფიკას აუცილებლად უნდა მოუგონ, ჯერ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფიდან გასასვლელად, მეორე შური უნდა იძიონ 3-0 გამო. წესით დიდი მოტივაცია უნდა იგრძნონ ფეხბურთელებმა და მაგის იმედი მაქვს, თორე სათამაშო დონე ასე მალე არ შეიცვლება.

  • Jorji
    schedule 22 ნოე 2021, 20:00
    #1

    ბენფიკას თუ მოვუგეთ ოფიციალურად ვიტყვი რომ ჩავიმ ჩვენი იმედები გაამართლა