ოფიციალურად დადასტურდა, რომ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჟერარ პიკემ, სერჟი რობერტომ, ერიკ გარსიამ და ნიკო გონსალესმა მიიღეს. ოთხივე მათგანი “ესპანიოლთან” მატჩის განაცხადში მოხვდა.
ამაღამ “ბარსელონა” ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ჩაატარებს. სპორტული გამოცემები “ბარსას” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში, ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან, გარსიასა და ნიკოს მოიაზრებენ. ვერსიების ნაწილის მიხედვით, შესაძლოა, სერჟი რობერტოს ნაცვლად მოედანზე ოსკარ მინგესა ვიხილოთ.
სეზონის პირველი კატალონიური დერბი “კამპ ნოუზე” გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს.
პიკე
მაგისი წასვლით დაიწყევა დიდი წესრიგისა და თავდადების პერიოდი, ტიგნიცობისა და შოუმენობის სიმბოლოდ იქცა ტიპი
მის გვერდით ლენგლეც მთლად ლენგლედ იქცა
არაუხო, გარსია და კიდევ ვინც იქნება ახალგაზრდა, მაგის გვერდით არ უნდა ათამაშო კაცმა
ღმერთო წაიყვანე რობერტო და მოგვიყვანე ფატი
თუ ვერ მოიგო არც ეგ იქნება პრობლემა, პეპმაც წაგებით დაიწყო, მაგრამ მერე რას მიაღწია ყველამ იცის.