workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეს ლოგო მოგებასთან ასოცირდება – ერიკ გარსიას ინტერვიუ Sport-თან

ეს ლოგო მოგებასთან ასოცირდება – ერიკ გარსიას ინტერვიუ Sport-თან

“ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია Sport-თან ინტერვიუს წერს:

“ბარსაში” ყოველთვის უნდა მოიგო – ლოგო, რომელსაც ვატარებთ, გამარჯვებას ნიშნავს და როცა “ბარსელონაში” თამაშობ, ამ პასუხისმგებლობას იღებ.
11-ქულიანი ჩამორჩენა ლა ლიგის ლიდერთან? თუ სწორად მახსოვს, გასულ სეზონში “ბლაუგრანა” პირველადგილოსანზე 17 ქულით უკან იყო, თუმცა, საბოლოოდ, ჩემპიონატი კინაღამ მოიგო.
დერბი ყოველთვის ძალიან განსაკუთრებულია. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, სატურნირო ცხრილში ვინ რომელ პოზიციას იკავებს. მართალია, რომ თანაბარი ქულები გვაქვს და ისიც, რომ “ესპანიოლი” კარგად ასპარეზობს.
ჩავიში გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს ვხედავ. ის შესანიშნავი ადამიანი და კლუბის ლეგენდაა, რომელიც, ამავდროულად, ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი გახლავთ. ერნანდესის მენტალიტეტი ფეხბურთელებზე დიდ გავლენას ახდენს და ის ხასიათი, რომელიც მან გუნდში შემოიტანა, ძალიან მნიშვნელოვანია.
გასახელ ოთახში ბუსკეტსთან ერთად ყოფნა და მწვრთნელად ჩავის ყოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ახალი წესები? ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ამის გამოცდილება “მანჩესტერ სიტიში” უკვე მივიღე. დისციპლინა ყველამ უნდა დაიცვას.
პირადად მე, რონალდ კუმანი ძალიან დამეხმარა. მისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2021, 17:29

    მე მგონი ეს ნელ ნელა აუმჯობესებს თამაშს. თავიდან არც პუიოლი იყო, ლომი. ძირითადშიც ვერ ხვდებოდა და მე მგონი მამამისის თუ ბიძამისის ხათრით ათამაშებდნენ, რომელიც მერი თუ მოადგილე იყო. მაგრამ რა ცხოველიც დადგა ყველას ახსოვს. შახტიორთან არ დამავიწყდება ბოლო წუთებზე რო ცარიელ კარში დარტყმულს ნახტომში მკერდით გადაეფარა, მატროსოვივით. ვისაც არ ახსოვს მატროსოვს რუსები ტყიამფრქვევზე გადაფარებას აბრალებენ. თუმცა ამბობდნენ ფეხი დაუცდა და ისე მოხვდა ტყვიამფრქვევის პირისპირ. ბოლო სიტყვაც ეგ ყოფილა ამ მოყინულის დედაც-ო!

  • MisterD
    schedule 19 ნოე 2021, 08:30

    ამ ფოტოზე თავიდან ჰაკიმი მეგონა 😀