workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა: ჩავის მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება

ოსკარ მინგესა: ჩავის მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება

TV3-ის ჟურნალისტმა, ფრანსისკ ლატორემ “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველთან, ოსკარ მინგესასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ამ უკანასკნელმა მოახლოებულ კატალონიურ დერბიზე, ჩავის მოსვლასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა:

“ესპანიოლთან” მატჩი:

ეს ყოველთვის გამორჩეული მატჩია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც “ლა მასიადან” დაწინაურდა. ქვედა დონეზე მათთან არაერთხელ გვითამაშია.

შემადენლობა:

ეს გარდამტეხი უნდა იყოს. იმ დინამიკის შეცვლა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან კარგია. სტადიონი ჩვენი მხარდამჭერებით სავსე იქნება. ამიერიდან დადებითი შედეგების დაფიქსირება უნდა შევძლოთ და ვაჩვენოთ, რომ მოწყვლადი გუნდი არ ვართ.

გასახდელ ოთახს ცვლილება ჭირდებოდა – მასში სასურველი ატმოსფერო არ იყო. ხალხი ბედნიერი არ გახლდათ. და როდესაც კარგად არ ხარ და რაღაცები არ გამოგდის, სცენარის შეცვლა გჭირდება.

ჩავი:

დარწმუნებული ვარ, ჩავი ჩვენთან კარგად იმუშავებს. ფეხბურთელებს სჯერათ იმის, რასაც ის ამბობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

ვარჯიში:

დავალებები სწორედ იმ იდეაზეა ფოკუსირებული, რისი განხორციელებაც მოედანზე გვსურს. ეს იდეა ნათლად გვაქვს ჩამოყალიბებული და ამისთვის მაქსიმალური ინტენსივობით ვმუშაობთ.

კუმანის მწვრთნელობა:

გუნდმა იდეის რწმენა დაკარგა და ყველამ საკუთარი პრობლემის მოგვარება ცადა. არც ინდივიდუალურად და არც გუნდურად თავს კარგად არ ვგრძნობდით. როდესაც დინამიკა კარგი არაა, ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ჩვენ იმის არ გვჯეროდა, რაც გვინდოდა.
დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. არ ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების დასანახად 2 ან 3 თვე უნდა მოვიცადოთ. მათ მომავალი შაბათ-კვირიდან შევამჩნევთ.

კუმანის დისციპლინა:

ყველა ნათქვამიდან ჩანს, რომ ის სერჟანტია და მასთან ერთად არაფერი გამოვა. მან უბრალოდ ცოტა წესრიგი და დისციპლინა დაამყარა, მაგრამ ამ წესებს ახალგაზრდული გუნდებიდან უკვე ვიცნობდი.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჯარიმები უფრო ძვირია, ვიდრე ახალგაზრდულ გუნდებში, ჩემთვის უცნაური იყო, რომ ეს წესები აქამდე არ არსებობდა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ყველაფერი გაართულა.

ჩავის მუშაობა:

ჩავის ხუმრობა ძალიან უყვარს, თუმცა ის მუშაობასა და ინტენსივობას ითხოვს.

დანი ალვესის დაბრუნება:

მასთან ერთად გასახდელის გაზიარება სიამაყეა. მან დაუჯერებელი ატმოსფერო შემოიტანა. საოცარია, რომ 38 წლის ასაკში ის ამ დამოკიდებულებითა და მენტალიტეტით მოდის, ის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შემატებს, რაც ასე ძალიან სჭირდება.

მესის დაბრუნება:

ის “ბარსელონაში” ყოველთვის მისასალმებელი პერსონაა(იღიმის).
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:20
    #5

    დანი ალვესის დაბრუნება:
    მასთან ერთად გასახდელის გაზიარება სიამაყეა. მან დაუჯერებელი ატმოსფერო შემოიტანა. საოცარია, რომ 38 წლის ასაკში ის ამ დამოკიდებულებითა და მენტალიტეტით მოდის, ის გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შემატებს, რაც ასე ძალიან სჭირდება.

    ხოდა ჭკუით იყავი, ეგ რო ფორმაში შევა, მარჯვენა მცველის ადგილზე აღარავინ დაგაყენებს, თუ შენც არ მოუმატე.

    ციტატა: La Pulga10
    ვაა ჭკვიანურად ლაპარაკობს ეს.კუმანზე არც მორიდებია ისე ისაუბრა სიმართლე.გამბედავი ტიპი,რომაა მოედანზეც ეტყობა ხოლმე,იმედია დონეს ამიაღლებს მე მაგრად მევასება მინგესა.


    კუმანმა ის მიაჩმორა ერთხელ, რო გული მოიფხანა ეტყობა ამან.

  • Barca1980
    schedule 18 ნოე 2021, 21:05
    #4

    კიდევ რამდენი რამე არ ვიცით , კუმანის სიდებილის შესახებ . ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს მინგესა , ვინც მაგას ამის მერე მწვრთნელად მიიწვევს , რკინის გული უნდა ჰქონდეს ნამდვილად .

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 19:23
    #3

    კარგია თუ ეგრე მიდის საქმე და ასე დაგეტყოთ ჩავის ხელი, აბა თქვენ იცით, მხოლოდ მოგებაზე ფიქრი, სხვა შედეგი არ შეიძლება❤💙

  • La Pulga10
    schedule 18 ნოე 2021, 19:03
    #2

    ვაა ჭკვიანურად ლაპარაკობს ეს.კუმანზე არც მორიდებია ისე ისაუბრა სიმართლე.გამბედავი ტიპი,რომაა მოედანზეც ეტყობა ხოლმე,იმედია დონეს ამიაღლებს მე მაგრად მევასება მინგესა.

  • iniesta
    schedule 18 ნოე 2021, 18:52
    #1

    თქვენ იცით შაბათს უნდა გვასიამმოვნოთ წარმატებები