workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Goal 2021 წლის 50 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს – 1 ყოფილი და 3 მოქმედი ბარსელონელი სიაში

Goal 2021 წლის 50 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს – 1 ყოფილი და 3 მოქმედი ბარსელონელი სიაში

საკმაოდ ცნობილი გამოცემა Goal 2021 წლის 50 საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელს ასახელებს, რომელიც ფანების მიერაა შედგენილი.

იხილეთ ათეული:

1. ლეო მესი

2. კრიშტიანუ რონალდუ

3. რობერტ ლევანდოვსკი

4. მოჰამედ სალაჰი

5. კილიან მბაპე

6. ერლინგ ჰოლანდი

7. ქარიმ ბენზემა

8. ნ’გოლო კანტე

9. კევინ დე ბრუინი

10. ნეიმარი

აღსანიშნავია, რომ სიაში ლიონელ მესი, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა, “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგშია შესული, რადგან მან წლის პირველი ნახევარი კატალონიურ გრანდში გაატარა.

ასევე, 50 მოთამაშეს შორის “ბარსას” კიდევ 3 ფეხბურთელი იმყოფება. ესენია: პედრი გონსალესი (26), მემფის დეპაი (33) და დანი ალვესი (41).

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის უფლება გულშემატკივრებს მიეცათ, აშკარაა, რომ ჩამონათვალში არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვხედავთ. მაგალითად, სიაში არიან ჰალკი (47) და მოჰამედ შერიფი (49), რომლებიც ევროპის გარეთ ასპარეზობენ. ასევე, 50-ე ადგილზე გავიდა ტაკეფუსა კუბო, რომელსაც ცუდი წელი აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 22:12
    #5

    ეტყობა მართლა მესის აძლევენ ოქროს ბურთს, სადღაც წავიკითხე.

  • me da barca
    schedule 18 ნოე 2021, 16:42
    #4

    კრისტინამ რა დაიმსახურა, რომ მეორეზე გამოჭიმეს?!

  • Davita
    schedule 18 ნოე 2021, 12:13
    #3

    კანტე ყველაზე დაუფასებელია, პიჟონი ჰოლანდი დაუმსახურებლად დგას მეექვსე ადგილზე, მეათეზე უნდა იყოს ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა, ტიპს საერთოდ არაფერი არაქვს მონაგები და აყენებენ ბენზემაზე და ნეიმარზე წინ.

  • Iniesta_8
    schedule 18 ნოე 2021, 00:59
    #2

    ლევანამ მეტი რაღა უნდა ქნას რომ პირველი იყოს? ან ქრისტინა მეორე რა ლოგიკითაა? ნეიმარი რატოა საერთოდ ათეულში და ბენზემა ჰოლანდზე დაბლა ეგეც გაუგებარია.

  • MSN G.O.A.T
    schedule 18 ნოე 2021, 00:44
    #1

    ქრისტინე ლევანაზე წინ ტო?