“ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველის, გავის, მამა, პაბლო პაესი, გუშინ, ესპანეთსა და შვედეთს შორის გამართული მატჩის შესახებ საუბრობს.
იგი ამბობს, რომ გავის ოჯახისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური გამოდგა.
იგი მოკრძალებული ოჯახიდან მოდის. აქამდე, ჩვენთან ფეხბურთი არავის უთამაშია. ფეხბურთი მისი გატაცებაა, იგი კიდევ დიდხანს ითამაშებს.
“ლა კარტუხაზე” ხალხი მის სახელს სკანდირებდა, ესპანეთმა კი გაიმარჯვა… ამ დღეს არასდროს დავივიწყებთ.
გავის მშობლიური ქალაქი, ლოს პალასიოს ი ვილიაფრანკა, სევილიადან 30 კილომეტრში მდებარეობს. სტადიონზე მთელი მისი ოჯახი იმყოფებოდა.
– თქვა მან Cadena SER-თან ინტერვიუში.
საბერძნეთისა და შვედეთის დამარცხების შემდეგ, გავი “ბარსელონას” დღეს დაუბრუნდება.




აწმყო თუ არ გვწყალობს მომავალი ჩვენია
აბა, რამხელა სიხარულია ოჯახისათვის. იგი მოკრძალებული ოჯახიდან მოდისო. ვინ იცის მართლაც როგორ უჭირთ და რამხელა ბურჯი შეუდგა ოჯახს.
ჩვენ როგორ გვიხარია და წარმომიდგენია მშობელი რას იგრძბობს მაგ მომენტში)) უმაგრესი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს მჯერა რომ გავიც დიდი ასოებით შევა ბარსას ისტორიაში როგორც ჩავი და ინიესტა.
კაი 20 წელი მაინც უნდა გაატაროს და ისტორია დაწეროს

მეც ძაან გამისწორდა ხალხი რომ მის სახელს იძახდა, დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია ყველაფერს მიაღწევს რასაც მიზნად დაისახავს , ბარსასთან და ნაკრებთან ერთად ყველაფერს მოიგებს