ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ინფორმაციით, შესაძლოა, “ბარსელონას” პირველი გუნდის დინამიკაში იანვრიდან სარეზერვო შემადგენლობის კიდევ ერთი ფეხბურთელი ვიხილოთ.
საუბარი მარკ მარმოლზეა – 20 წლის მოთამაშემ, რომელიც მემარცხენეა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით უკვე ივარჯიშა. ის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის პირველ სესიაზე “ბარსა ბ-ს” კიდევ ხუთ ფეხბურთელთან ერთად იყო წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ჩავი სარეზერვო გუნდს დიდ ყურადღებას უთმობს. მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, მისი შტაბის ერთ-ერთი წევრი “ბარსა ბ-ს” ყველა მატჩს უყურებს და აანალიზებს.
მარმოლს ძირითად გუნდში იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუ მის პოზიციაზე მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელი კლუბს დატოვებს, რისი შანსიც, რომეროს აზრით, საკმაოდ დიდია. კლემან ლანგლე აშკარა რეგრესს განიცდის, სამუელ უმტიტი კი, თუ ახლახანს ვარჯიშზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ პერფორმანსს არ ჩავთვლით, უკვე დიდი ხანია, შემადგენლობის მეორეხარისხოვან წევრადაა ქცეული.
მიკა მარმოლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 მატჩია. ის “ბარსა ბ-სთან” ერთად მოედანზე რეგულარულად 90 წუთს ატარებს.




შესაძლოა, "ბარსელონას" პირველი გუნდის დინამიკაში იანვრიდან სარეზერვო შემადგენლობის კიდევ ერთი ფეხბურთელი ვიხილოთ.
დინამიკა ასწორებს, მაგრა ჟღერს.
პოსტები მალ მალე დადეთ საუკუნე გადის და ერთი და იგივე პოსტი დევს, სიახლე გვინდა!
ალბათ სცადეს უკვე.
რამოს მინგოს ან ქერა როა იმას რატო არ ცდიან