workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი: მე, ჩავისა და ინიესტას განსაკუთრებული ურთიერთგაგება გვქონდა

სერხიო ბუსკეტსი: მე, ჩავისა და ინიესტას განსაკუთრებული ურთიერთგაგება გვქონდა

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა შვედეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

შვედეთთან მატჩი:

მიზანი მატჩის მოგებაა. თამაშს, როგორც ყოველთვის, მოგების სურვილით ვხვდებით.

ფეხბურთის განვითარება:

ბოლო წლებში ფეხბურთი განვითარდა და მისი თამაში უფრო გართულდა. 

საკუთარი სათამაშო ფორმა:

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბოლო პერიოდში თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

ესპანეთის ნაკრების მიზანი:

მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედია, კიდევ რამდენიმე თამაშს ჩავატარებ – ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ აწმყოზე ფოკუსირებას ვაგრძელებთ.

ჩავი:

ჩავი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუ საუკეთესო არა. გამიმართლა, რომ მას, როგორც პიროვნებას, ისე ვიცნობდი, ის ამ მხრივ კიდევ უფრო დიდებულია.

ჩვენ ერთად დიდ სიამოვნებას ვიღებდით. მე, ინიესტასა და მას ერთმანეთში განსაკუთრებული “ქიმია” გვქონდა. როგორც მწვრთნელს, ჩავის ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ვიცი, ის ფეხბურთს როგორ უყურებს და, დარწმუნებული ვარ, იმ მწვრთნელებისგან, რომლებთანაც ითამაშა, ძალიან ბევრი ისწავლა.

ლუის ენრიკე:

ლუის ენრიკე, უდავოდ, უმაღლესი დონის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. გამიმართლა, რომ “ბარსაში” მისი შეგირდი ვიყავი. 

ნაკრებში მისი ყოლა ფუფუნებაა, რადგან მისი დონის სპეციალისტები, ძირითადად, კლუბებში მუშაობენ.

ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო, რაც ბოლომდე დახარჯვასა და თანაგუნდელების დახმარებას ნიშნავს. ჩემზე არაა დამოკიდებული, ხალხი როგორ შემაფასებს. თავს ყოველთვის ძალიან დაფასებულად ვგრძნობდი. ვიცი, რომ ბევრი წელი არ დამრჩა, ამიტომ ხვალინდელი დღით უნდა ისიამოვნო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. ყველაფერი ვიცით, რასაც მან მიაღწია. მას ტრავმები აწუხებდა და გამოჯანმრთელებას მალე ახერხებდა. 40 წლის ასაკში თამაში მარტივი არაა და ზლატანი ამას ახერხებს. მიხარია, რომ ის კარგადაა, ნებისმიერ დღეს, გარდა ხვალისა.

იბრაჰიმოვიჩი “ბარსაში” გატარებული წლები კარგად მახსოვს. მან ის კვალი ვერ დატოვა, რასაც ისურვებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ის მაღალ დონეზე თამაშობს. თუ ზლატანს თამაშის გაგრძელება სურს და სხეული და გონება ამის საშუალებას აძლევს, დაე, განაგრძოს. მე, როგორც მაყურებელს, ეს ძალიან მსიამოვნებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2021, 17:10

    რავიცი, ამ კლუბში რა ჯანდაბა გემართებათ, ნაკრებში თუ თამაშობთ.