ბოლო საათებში დანი ალვესის “ბარსელონაში” დაბრუნებასთან დაკავშირებით აქტიურად იწერება.
ახლა კი, სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი ლეგენდა “ბარსაში” მართლაც ბრუნდება – მხარეები მხოლოდ ლა ლიგის დასტურს ელიან.
რომანოს ცნობით, ჩავი ერნანდესს თავისი ყოფილი თანაგუნდელის მოყვანა ძალიან სურს, ვინაიდან, ის გუნდს მალევე დაეხმარება და ადაპტაცია არ დასჭირდება.
როგორც ფაბრიციო იუწყება, კატალონიელები დანის 1-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, რომელიც, შესაძლოა, 2023 წლის ივნისამდე გახანგრძლივდეს. შეთანხმება უკვე მიღწეულია.
38 წლის მარჯვენა მცველის დაბრუნების გაოფიციალურება უბრალოდ დროის ამბავია!




მე მგონი არც კიელინია ნაკლები ასაკის, მაგრამ კია საუკეთესოებში.
შემდეგ სეზონში მესიც დააბრუნეთ 🥺❤💙 კარიერა სახლში დაამთავრებინეთ ლეგენდებს
N1✌🏼✌🏼
აუ რას იძახით ლაპო მიყვარხარ ჩავი ძმა ხარ ამ კაცის დაბრუნებისთვის <3 <3 ავტორ ხშირად დაგედოს ესეთი სტატიები <3 <3 <3
რავი გამიხარდეს თუ მეწყინოს არ ვიცი. 38 წლის კაცი ბარსელონას დონეს როგორ გაქაჩავს არ ვიცი, თან რეგულარულ თამაშსს ითხოვს. ნუ მინგესას და დესტს რომ ჯობია მაგაში ეჭვი არ მეპარება.
გაოფიციალურდა და იქნებ დაწეროთ)
მოდი შენთვის კარი ღიაა კარგს თუ არ გააკეთებ ცუდს ნამდვილად ვერ გააკეთებ
მოდიი დანიუხ და აქვე დაასრულე კარიერა ლომო,გასახდელში ამ კაცის მენტალიტეტი მაგრად წაგვადგება.შემდეგ ველი პუიოლის დანიშვნას რამე თანამდებობაზე.
მოდი მოდი შე ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველო ❤️❤️😍