workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე და ალვარო მორატა გავიზე საუბრობენ

ლუის ენრიკე და ალვარო მორატა გავიზე საუბრობენ

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და ფეხბურთელი ალვარო მორატა (“იუვეს” შემტევი პედრისაც ახსენებს) “ბარსელონას” ტალანტზე, გავიზე საუბრობენ.

ლუის ენრიკე:

გავის “ბარსაში” დიდი სათამაშო დრო აქვს. ასევე, მან თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ბევრი ითამაშა. ჩვენთან პაბლო ცენტრში იასპარეზებს. ფიზიკურად ის შესანიშნავად გამოიყურება.

ალვარო მორატა:

როცა მე 17 წლის ვიყავი, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში მიჭირდა. თუმცა, პედრი და გავი 32 წლის ფეხბურთელივით თამაშობენ – ეს გასაოცარია! გავის ვკითხე, სად ცხოვრობდა, მან კი მიპასუხა: “ლა მასიაში”.
მათ წარმოუდგენელი ტექნიკა აქვთ. პედრიმ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა, გავის თამაში კი ერთა ლიგაზე იტალიასთან ვნახე და ვერ დავიჯერე, რომ ეს მატჩი მისთვის სადებიუტო იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2021, 20:49

    მოკლედ ჩვენს გარდა ყველას მოსწონს ჩვენი ახალგაზრდები, საინტერესოა.

  • me da barca
    schedule 10 ნოე 2021, 22:53

    გავის უფრო მეიმედება მომავალში, ვიდრე პედრის. თუმცა ვნახოთ, დრო ყველაფრს იტყვის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ნოე 2021, 22:23

    გავი, პედრი და ნიკო, სამივე უნიჭიერესები არიან, მგონი უკლასნესი ცენტრი ეყოლება მალე ამათი სახით ბარსასაც და ესპანეთის ნაკრებსაც❤❤

  • GiorgiM86
    schedule 10 ნოე 2021, 21:36

    პედრი-გავი-დე იონგის ტრიო უნდა შექმნას ჩავიმ ცენტრში. ბურთი 80%-ით მაგათი უნდა იყოს.

  • Andria
    schedule 10 ნოე 2021, 21:03

    თვალი როგადაავლოთ არცერთ კლუბს არაქვს პოტენციურად ჩვენზე უკეთესი მომავალი, ახალგაზრდობა მეტიც მაგის ნახევარიც კი არყავთ ;))