workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა League of Legends-ის ტურნირს უერთდება

ოფიციალურად: ბარსელონა League of Legends-ის ტურნირს უერთდება

“ბარსელონა” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, “ბარსა” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Leaguel of Legends-ის  ტურნირის, სუპერლიგის მონაწილე ხდება – კლუბი ამ ფორმით კიბერსპორტისადმი ერთგულებას გამოხატავს. “ბლაუგრანა” ტურნირში ოფიციალურად 2022 წლიდან ჩაერთვება. 

League of Legends სტრატეგიული კომპიუტერული თამაშია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

სუპერ ლიგა პროფესიონალური ვიდეო თამაშების ლიგის, LVP Mediapro-ს მიერ ორგანიზებული ტურნირია, რომელშიც League of Legends-ის პროფესიონალი კიბერმოთამაშეები მონაწილეობენ. 

აღნიშნულ ტურნირს 2021 წლის ბოლოსთვის რეკორდულად დიდი რაოდენობის – 5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. “ბარსას” გულშემატკივრებს სუპერ ლიგისთვის თვალის მიედევნება 2022 წლიდან, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ინტერნეტ სივრცესა და ტელეარხ UBEAT-ის ეთერში შეეძლებათ.

“ბარსელონა” კიბერსპორტში აქტიურადაა ჩართული და სურს, აღნიშნულ სფეროში მსოფლიოში წამყვანი მოთამაშე გახდეს. “ბლაუგრანას” მიზანია, კლუბის ფილოსოფია ახალ აუდიტორიებს გააცნოს და “ბარსას” ბრენდი ისეთ, ქვეყნებში, როგორიც ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია, პოპულარული გახადოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 19:41
    #4

    პიკე მიუშვით

  • Prometheus
    schedule 10 ნოე 2021, 18:18
    #3

    საყვარელი გუნდი და საყვარელი თამაში ერთად , სასიამოვნოა

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 10 ნოე 2021, 17:49
    #2

    სააღო

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ნოე 2021, 17:28
    #1

    დემბელე შეუერთდეს ამათ, მაგარი დამუღამებული ექნება თამაში😂😂