პუიოლის მესიჯი ჩავის და აიმერიკ ლაპორტის გამოხმაურება

პუიოლის მესიჯი ჩავის და აიმერიკ ლაპორტის გამოხმაურება

“ბარსელონას” ლეგენდა კარლეს პუიოლი კიდევ ერთი ლეგენდის, ჩავი ერნანდესის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.

მოგება, წაგება ან ფრე სპორტის ნაწილია. ის, რითაც ჩვენი გუნდით ვამაყობთ, დამოკიდებული უნდა იყოს არა შედეგზე, არამედ ძალისხმევასა და ერთგულებაზე. წინ, ჩავი! Visca el Barca.

– წერს პუიოლი.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ სიტის” ესპანელი მცველი აიმერიკ ლაპორტი პუიოლის ამ ტვიტს აპლოდისმენტების ემოჯებით გამოეხმაურა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    10 ნოე 2021, 19:20

    ეს ლაპორტი მართლა კარგია, მაგრამ პეპი ესე ადვილად არ გამოუშვებს.

  • GEO-BARCA
    09 ნოე 2021, 00:23

    პუი მოდი და არაუხო გამოგვიზარდე მულატ პუიოლად!❤️❤️❤️

    პუის ვამსგავსებ არაუხოს რაღაც მომენტებში ბრძოლის უნარიანობა ჟილკა და ინტელექტი პოზიციური თამაში თავგანწირვა ❤️❤️არ ვიცი რამდენად გავს თუ მინდა რომ გავდეს😂😂❤️❤️

  • xavi1899
    08 ნოე 2021, 22:19

    MeMpiS..,
    ჩავის თანაშემწედ მინდა რომ მოვიდეს…

  • Don_Andresito
    08 ნოე 2021, 22:05

    მოდი ლაპორტ, კაი დუეტს შექმნი არაუხოსთან

  • La Pulga10
    08 ნოე 2021, 19:44

    მოდი პუი მოდი.მაგრად მინდა სტაფში ვნახო ესეც.

  • Andria
    08 ნოე 2021, 19:40

    დეიონგის გაშვება ვისაც რეალური გგონიათ, ჩავის 2020 ის ინტერვიუ ნახეთ ფრენკიზე ძალიან მოსწონს და კრინტი ვერ დაიძრება მაგის გაყიდვაზე ჩავისთან, დარწმუნებული ვარ ამ ბავშვებისგან მონსტრებს დააყენებს 🙈❤️

  • EL MAESTRO 6
    08 ნოე 2021, 19:33

    როგორ დაბრძენებულან ჩვენი ლეგენდები❤❤.. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პუიოლსაც რამე თანამდებობაზე, აი ეს უნდა დაუყენო ვარჯიშებზე ფეხბურთელებს, ამათ კი გააძრობს სიქას

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 ნოე 2021, 19:18

    შენც ჭირდები გუნდს აუცილებლად და იმედია გიხილავთ ხავისთან ერთად,შენც და ინიესტასაც.