workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სელტა-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია

სელტა-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია

ხვალ, “ბალაიდოსზე” “ბარსელონა” ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრას გამართავს.

ტრავმის გამო, გუნდს უსმან დემბელე, პედრი გონსალესი, მარტინ ბრეითუეიტი, სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე, სერხიო აგუერო და სერჟინიო დესტი ვერ დაეხმარებიან. ასევე, განაცხადში ვერ მოხვდა ნეტუ მურარა, რომელსაც გრიპი აწუხებს.

“ბარსა B-დან სერჟი ბარჟუანმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: გავი, ნიკო გონსალესი, ინიაკი პენია, ალეხანდრო ბალდე, აბდე ეზალზული და 22 წლის მეკარე, ლაზარ ცარევიჩი.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარე: ტერ შტეგენი, პენია, ცარევიჩი.

დაცვა: მინგესა, არაუხო, ლანგლე, გარსია, უმტიტი, ალბა, ბალდე.

ნახევარდაცვა: გავი, ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პუჩი.

თავდასხმა: ფატი, კოუტინიო, მემფისი, ლ. დე იონგი, დემირი, ეზალზული.

“სელტასთან” დაპირისპირება სტარტს, თბილისის დროით, 19 საათსა და 15 წუთზე აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 15:40
    #6

    მოძრაობა, სირბილი და მაშინ თამაშიც გამოდის. როგრღა უნდა აუხსნათ ამ ბატებს რო ფეხბურთი სპორტია და შუა გზაში გაჩერება არ შეიძლება.

  • gio-rakitich
    schedule 05 ნოე 2021, 19:08
    #5

    ბიჯოოოოოო მეგონა დემბელეს ტრავმა ხუმრობა იყო ეს რაარის მართლა შუშისაა ეს ჩემისა????? რა მარაზმია დანიშნეთ მაურინიო გაყაროს მედ პერსონალი და გაუშვით მერე ისევ ეს რა საზიზღორბააა,ტიპმა 15 წუთი ითამაშა 1სეზონიანი ტრავმის შემდეგ და ისევ გაიტრავმა,მარტო მე მეშლება ნერვები???

  • nikusha
    schedule 05 ნოე 2021, 18:08
    #4

    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-გარსია-ალბა
    ნიკო-ბუსკეტსი-დე იონგი
    გავი-მემფისი-ფატი

    გავი-დემირი
    ფატი-კოუტინიო
    ნიკო-ელზაზური
    ალბა-ბალდე
    მინგესა-ლ.დე იონგი

  • Albicelecte
    schedule 05 ნოე 2021, 16:23
    #3

    კოუტინიო და თავდასხმა?! მაგას შეტევაში თამაში მარტო იმ ავადსახსენებელ ლისაბონურ მატჩში გამოუვიდა rage

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 16:13
    #2

    ვერ მოიგებენ ვერც ხვალ.

  • GURCHO
    schedule 05 ნოე 2021, 16:02
    #1

    დემბელე რამდენ ხანს გამოტოვებს, ეწერა სამი კვირაო მარა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა