Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუ ფატის ნოემბერის სანაკრებო პაუზაზე, საბერძნეთთან და შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ.
წყაროს ცნობით, ლუის ენრიკეს კიდევ ერთი ფავორიტი მოთამაშე, პედრი გონსალესი ხსენებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. “ლუჩო” განაცხადს პარასკევს დაასახელებს.
ამასთან, “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ალეხანდრო ბალდე ესპანეთის 19-წლამდელთა გუნდში მიიწვიეს, სადაც მას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლუქსემბურგის, აზერბაიჯანისა და ბელგიის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს. შეხვედრები 8-დან 17 ნოემბრამდე გაიმართება.




მოკლედ კაცი არ გამოაანმრთელეს ბოლომდე რა.
ესპანეთს მაგარი კამანდა შეეკვრება, იმედია ამ ბავშვებს არ დაგვიმტვრევენ