workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი გუნდში ერთი წუთითაც ვეღარ დარჩება! – რა უთხრა ბორდის წევრმა ლაპორტას რაიოსთან მარცხის შემდეგ

კუმანი გუნდში ერთი წუთითაც ვეღარ დარჩება! – რა უთხრა ბორდის წევრმა ლაპორტას რაიოსთან მარცხის შემდეგ

“ბარსელონადან” რონალდ კუმანის გათავისუფლება “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის შემდეგ დირექტორთა საბჭოს წევრების შეხვედრაზე გადაწყდა – ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდელის მომავალი ავტობუსში, შემდეგ კი თვითმფრინავში განიხილეს. 

Deportes Cuatro-ს ცნობით, ერთ-ერთი წევრს განსაკუთრებით რადიკალური პოზიცია ჰქონდა, მან ჟოან ლაპორტას განუცხადა: “ჟოან, კუმანი “ბარსაში” ერთი წუთიც ვეღარ დარჩება. ფსკერისკენ მივექანებით!”

წყარომ გაავრცელა რონალდ კუმანის ფოტოები კლუბის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და მის შემდეგ. გათავისუფლებამდე ნიდერლანდელი მობილურში საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ სიახლეებს ეცნობოდა და შეშფოთებული ჩანდა.

ბარსელონაში ჩაფრენის შემდეგ კი, კუმანმა უკვე იცოდა, რომ კატალონიური კლუბის მწვრთნელი აღარ იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 21:20

    ციტატა: azulgerana
    მინიმუმ ნიჩია როგორ ვერ ითამაშე


    აბა ეგ თქვი, ვინ იცის რამდენი აგინა თავის ზემლიაკს პენალტის გაფუჭებისთვის.

  • me da barca
    schedule 29 ოქტ 2021, 19:52

    ფუ ფარჩაკი

  • Dimitri359
    schedule 29 ოქტ 2021, 10:21

    უნამუსოდ დარჩა და თავისი ნებით არ წავიდა, კომპენსაცია რომ არ დაეკარგა

  • azulgerana
    schedule 29 ოქტ 2021, 05:34

    მინიმუმ ნიჩია როგორ ვერ ითამაშე

  • CuleMan77
    schedule 29 ოქტ 2021, 03:38

    კუმანს დიდი პატივისცემა როგორც ფეხბურთელს მაგრამ მწვრთნელის რანკში არივარგა

  • rivaldo80
    schedule 29 ოქტ 2021, 00:39

    რა გული გვაქ რომ მაინც გვეცოდებააა…(((

  • Truxilio
    schedule 29 ოქტ 2021, 00:03

    შშფითებუკი არაა … 12 მილიონი ჩაერიცხება ანგარიშზე მშვიდად წყნარად გააგრძელებს ცხოვრებას)))

  • DE PE FA
    schedule 28 ოქტ 2021, 23:59

    ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითაო ვერა და ვერ მიხვდა ამ 3 ასოს თავი რო მისთვის შეუფერებელ ადგილზე იყო და უნდა წასულიყო.ადგილს ვინ ჩივის პტოფესია აქ შეუფერებელი.მეტ კარგ ადგილზე ვერ მოხვდებოდა მაგრამ არაა მისი სფერო მწვრთნელობა და შეე.ი
    ხავის წარმატებები თუ მართალია პრესა რასაც წერს

  • Davita
    schedule 28 ოქტ 2021, 23:41

    ცოდოა ეს ჩემისა მარა თავისი ბრალია, არ უნდა მიეყვანა აქამდე სქქმე. წასულიყო თავისით როცა ხედავდა არაფერი გამოდიოდა

  • Bojan Krkic
    schedule 28 ოქტ 2021, 23:38

    VanillaDream,

    მასკერანო ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი იყო, უნივერსალი, ჟილკიანი და როგორც მცველი და ჩამშლელი, რომელიც დაიწყებს შეტავას, ერთ-ერთი საუკეთესო იმ წლების. დაცვაში გვქონდა საკადრო პრობლემები და მოუწია როტაცია, თორემ თავის პოზიციაზე რომ ეთამაშა, ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ბუსკეტს, ასევე ცალსახად საუკეთესო ჩამშლელს ფორმის პიკში.

    პედრის რაც შეეხება, ოქროს ბიჭუნა იყო, გოლის გატანაც შეეძლო და შექმნათ, დაწყებაც და დასრულებაც, როტაციაც, ასევე უნივერსალი. ორივეს ისეთ ეპოქაში მოუწია, ისეთ გუნდში თამაში, ყველა ფეხბურთელს რომ მინიმუმ უსერიოზულესი ამბიცია ქონდა თავის პოზიციაზე საუკეთესოების. ამიტომ ვერ ვხედავდით მათ ისე, როგორც პუიოლს, პიკეს, დანი ალვეშს, ბუსკეტს, ინის, ჩავის, ეტოოს, მესის, ანრის…

    დღეს როგორ დახატავდა ორივე ბარსელონას

  • rivaldo80
    schedule 28 ოქტ 2021, 23:37

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: gio.mm
    არც მასკერანო ყოფილა ზედმეტად გამორჩეული უნარების მქონდე ფეხბურთელი და არც პედრო


    ვერანაირად დაგეთანხმები. მასკერანო ართმევაზე მსოფლიოში საუკეთესო იყო, პედროს რაც შეეხება ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობდა, ტექნიკური იყო და საკმაოდ ჭკვიანი. სუპერვარსკვლავი არცერთი ყოფილა, მაგრამ უმაღლესი დონის შემსრულებლები იყვნენ უდაოდ.


    მასკერანოც სუპერ ვარსკვლავი იყო და პედრიც უბრალოდ მესი რონალდო ხავი ინიესტას ეპოქა იყოო არავინ ჩანდა სხვა მაგ დროს პედრიის კლასიკოებში და ფინალებში აქვს გოლები რაც ბევრ დღევანდელ ვარსკვლავებს არც დაესიზმრება.მასკერანო უდიდესი ლიდერი იყო გასახდელში და მოედანზე სუფთა პიდბული.კაცი საყრდენი იყო და ტოპ მცველებში შედიოდა.34 წლის პედრი ლაციოში რებს აკეთებს გადახედეთ

  • xavi73
    schedule 28 ოქტ 2021, 23:35

    12 მილიონ ბონუსს იღებს რა შეშფოთება ტიპი ბედნიერი იქნება.დ აბა ეგ საქმის გამკეთებელი არ იყო და.

  • M10 S9 D11
    schedule 28 ოქტ 2021, 23:17

    კიდე კაი ვიღაცა მაინც აზროვნებს ბორდში

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 28 ოქტ 2021, 23:06

    gio.mm,
    ჩელსი ყველაზე ცუდი მაგალითია, იყიდეს კაი ჰავერცი, ვერნერი, ზიეჩი , ბენ ჩიველი და ზოგადად არც ცუდი შემადგენლობა არ ყავდათ. ჩვენზე გრძელი სკამი მაინც ჰქონდათ ბევრად. აბრამოვიჩმა რა ფულებიც ხარჯა…

  • gio.mm
    schedule 28 ოქტ 2021, 22:53

    ბარამიძე ლუკა,
    რამეში კი არ გეწინააღმდეგები უბრალოდ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა კი გვყავდა 2011-2010 სუპერვარსკვლავები მსოფლიოს დონის რათქმაუნდა მაგრამ იმის აღნიშვნა მინდა რომ არც მასკერანო ყოფილა ზედმეტად გამორჩეული უნარების მქონდე ფეხბურთელი და არც პედრო მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის რომ რომელიმე ნაკლებად თამაშობდა იმ ფეხბურთელების კვალობაზე ვინც გვყავდა გუნდში

    აიი ჩელსისაც არ ყავს განსაკუთრებული შემადგენლობა მაგრამ წინა წელს რაც ჩაიდინეს ახალგაზრდებმა კი დაინახა მთელმა მსოფლიომ

  • La Pulga10
    schedule 28 ოქტ 2021, 22:47

    ეხლა შემეცოდა ეს ხისთავა

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 28 ოქტ 2021, 22:46

    არადა, მარტო კუმანის ბრალიც არარის, ფაქტია რომ ძალიან ბანძი შემადგენლობა გვყავს, რეალურად ძირითადის 11 კაცს ვერ ვკრავთ და როცა გუნდს ცვლილება სჭირდება, არავინაა ნორმალური. ტყუილად ლანძღავთ კუმანსს. ამას რომ ყოლოდა, პრაიმ რაკიტიჩი, ინიესტა და მსნ ესეც დადებდა შედეგებს. კი ესეც უფანტაზიოა მაგარი, მაგრამ ძირითადად იმის გამო, რომ გუნდში არაა არჩევანი.

  • Memphis Depay
    schedule 28 ოქტ 2021, 22:39

    აქამდე უნდა წასულიყო საკუთარი ნებით, აუცილებელი არ იყო რო მაინც უკან წიხლი ამოეკეათ და ისე გაეგდოთ.