Tribuna.com გვთავაზობს იმ მოთამაშეთა სიას, რომელთათვისაც კუმანის წასვლა, შესაძლოა, ძალიან კარგი აღმოჩნდეს.
რიკი პუჩი
რიკი ნიდერლანდელის გაშვების შემდეგ ძალიან ბედნიერი იქნებოდა. მან მიმდინარე სეზონში 4 მატჩში მოედანზე მხოლოდ 72 წუთი გაატარა. რონალდის წასვლა მას წარმატებისკენ გზას გაუხსნის.
სამუელ უმტიტი
ფრანგს 2021/22 წლების სეზონში ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მოედანზე გასვლა სურს, მაგრამ კუმანის ხელში მას პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა. შესაძლოა, ახალ მწვრთნელთან ერთად სიტუაცია შეიცვალოს.
იუსუფ დემირი
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიელი შემტევი ბოლო კვირების განმავლობაში კუმანის გეგმებიდან გაუჩინარდა. საბედნიეროდ, ის უკვე გაუშვეს, რაც დემირის შანსია.
ალექს ბალდე
კუმანისთვის ჟორდი ალბა ხელშეუხებელი იყო. ახალი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ალეხანდრო ბალდეს მეტ დროს მისცემს.
პიანიჩიც და სუარესიც გახარებული იქნებიან.
ბოლო ორში გეთანხმები. ბალდე ჯერ ადრეა. შანსი ვერ გამოიყენა, დაიტრავმა. თან ჯერ ძაან ქაჯია. ადრეა ჩემი აზრით პირველ გუნდში
დარწმუნებული ვარ ბალდე პუჩი და კოლადო ხავის გუნდის ძირითადის ფეხბურთელები იქნებიან
რიკი და უმტიტი აი ამოჩემებული ყავდა! ყველაფერთან ერთად ბოროტია ეს კაცი 😃 ესაა მომავალს ვუზრდი ბარსასო? ერთ-ერთი ყველაზე გულანთებული, მოტივირებული, ნიჭიერი ახალგაზრდა დასვა სკამზე პუჩის სახით. უმტიტისთვისცა ბევრჯერ უნდ ამიეცა შანსი, თუნდაც შეცვლაზე რამდენიმე წუთით. ეს იყო სრული უპატივცემულობა და სასაცილოდ აგდება, რასაც უმტიტის უკეთებდა
პუჩი გასაგებია, ბალდეს ტრამვა ჰქონდა
უმთითის ნდობა რთულია, აგერ ბურთი და აგერ მოედანი
დემიროღლუს კი ზედმეტი ნდობაც კი ჰქონდა, რაც ითამაშა ისიც ზედმეტია მაგისთვის
ბარსა ბ-ც ზედმეტი მგონია მაგისთვის
ბალდეს გარდა სამივე გასაშვებია
—ჩვენ ვენდობით კუმანს მას უყვარს ბარსა.
—მე მაქვს ნდობა და ხელმძღვანელობასგან მხარდაჭერას ვგრძნობ.