Tribuna.com გვთავაზობს 4 დიდ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც ჩავი ერნანდესს “ბარსელონას” ჩაბარების შემდეგ მოუწევს.
ტრავმები
“ბარსას” მნიშვნელოვანი მოთამაშეების ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ აქვს. ლაზარეთში მყოფთა შორის არიან პედრი, არაუხო, ბრეითუეტი და დემბელეც. რონალდ კუმანი თავის გასამართლებლად დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ტრავმიანობას იყენებდა.
პრესეზონის გარეშე
ჩავის იმ ფეხბურთელებთან მოუწევს მუშაობა, რომლებთანაც მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია. ერნანდესის ფილოსოფიის გათვალისწინებით, მას დრო დასჭირდება. ჩავიმ იცის, “კამპ ნოუზე” მისგან რას ელიან. ცვლილებები სწრაფად არ მოხდება.
ლიმიტირებული ფინანსები
“ბლაუგრანას” ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია. შესაბამისად, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე დიდ თანხებს ვერ დახარჯავს. კატალონიელებს ჯერ კიდევ დიდი ვალი აქვთ. ჩავის, დიდი ალბათობით, წარმატების მიღწევა ამჟამად არსებული რესურსებით მოუწევს.
არასრულფასოვანი მოთამაშეები
ვერ ვიტყვით, რომ “ბარსელონას” შემადგენლობა ბრწყინვალეა.
ბოლო შეხვედრაში მემფის დეპაი შანსს შანსზე ანიავებდა, მანამდე კი ჟერარ პიკეს რადამელ ფალკაო მარტივად გაუმკლავდა.
ჩავი გუნდში კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელების დეფიციტის პირობებში მოდის.
იმიტომაც მოდის, რო კუმანისგან განსხვავებით ფეხბურთიც ესმის და აზროვნებს კიდეც ნორმალურად.
დემბელემ თუ მისი პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნება მოახერხა ადვილად იქნება ახლანდელი ბევრი ვარსკვლავის დონეზე
ხავიმ დემბელე თუ მოხოდა ბრავო
1 დღეში რო ვერ გახდება ისვე ის ბარსელონა რაც ბოლო ათწლეულში იყო, იმედია ამას ყველა გულშემატკივარი აცნობიერებს. მაგრამ უნდა დავინახოთ მოტივაცია, მეტი ფიზიკური მომზადება,თავდადება და ფეხბურთის თამაში! და არა ის საცოდაობა რასაც კუმანი აკეთებდა. ყველაზე სტაბილური მოთამაშეებიც კი დახია უკან. მოკლედ ჩვენი ფილოსოფია უნდა გავაგრძელოთ და არა უაზტო თავის მართლება. ნამდვილად აქვს გუნდ სმომავალი, მხოლოდ სწორად წარმართვაა საჭირო ყველაფრის და მოთმინება. მე მჯერა, ჩავი ამას შეძლებს!
3 წელი უნდა იმინა რო აწყოს რაღაცა არა მარტივი დაშლილი გუნდის აწყობა 3დან ,5 წლამდე დრო უნდა
აქედან არცერთი პრობლემაა მწვრთნელის მოსაგვარებელი. ფინანსები მმართველობის კომპეტენციაა, ტრავმები ფიზ მომზადების მწვრთნელის, პრესეზონის არქონა გადატვირთული გრაფიკის. მთავარი პრობლემა ტაქტიკის უქონლობა და მოტივაციაა და ამის გამოსწორება ევალება ხავის.
ჩავი კუნძსაც აათამაშებს და ამ დღევანდელ სასტავს ვერა?