“ბარსელონელები” რონალდ კუმანს ემშვიდობებიან.
ნიკო გონსალესი:
მადლობა ყველაფრისთვის, მისტერ. ყოველთვის მემახსოვრება, რომ პირველ გუნდში თამაშის ოცნება სწორედ თქვენ ამიხდინეთ. წარმატებები მომავალში.
პედრი:
ვფიქრობ, საქმე ისე არ წავიდა, როგორც ვისურვებდით, მისტერ. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ – ნდობისთვის, რომელიც პირველივე მომენტიდან მივიღე და იმ ოცნების რეალურად ქცევისთვის, რომელსაც “ბარსელონაში” თამაში ჰქვია. პირად ცხოვრებასა და პროფესიონალურ კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ილაიშ მორიბა (“ბარსას” ყოფილი მოთამაშე):
მადლობა ყველაფრისთვის, მისტერ. წარმატებები.
სერხიო ბუსკეტსი:
მადლობა ყველაფრისთვის, მისტერ. წარმატებები მომავალში.
მირლემ პიანიჩი:
იცოდე, როდის უნდა მოაშორო ეს საშინელება.
ამ უკანასკნელის უხეში კომენტარი გასაკვირი არაა. კუმანი ბოსნიელს, პრაქტიკულად, არ ათამაშებდა, რის გამოც იგი “ბეშიქთაშში” გაანათხოვრეს; ახალგაზრდა ფეხბურთელების სამადლობელი გზავნილი კი იმან განაპირობა, რომ ისინი პირველ გუნდში სწორედ რონალდის დროს გამოჩნდნენ; რაც შეეხება ბუსკეტსს, იგი მწვრთნელს მუდამ იცავდა.
ბუსკეტს ის უნდა მწვრთნელმა არ დაღალოს ვარჯიშებზე, დაბერდა კაცი.
ისე ჩავიმ შეიძლება ტრინკაო და პიანიჩი დააბრუნოს :დდ
დარწმუნებული ვარ გულში რიკი პუჩი და უმტიტიც ლანძღავენ 😃 დაალპო სკამზე ორივე. განსაკუთრებით რიკის გამო ვწუხდი და მიხარია რომ ექნება ისევ შანსი
სიხარულით დავფრინავ მთელი დღეა მარა რა დაბალი დონეა ეს პიანიჩი 👎👎 იმენა ხიხო
პიანიცა სუფთა ბალკანელია, დაუხვეწავი და გაუთლელი
ისე სადრაც მართალია, მაგრამ მაგასტან არც ბულდოგი ტყუის, რაც ითამაშა, 1 ცენტი იყო მაგისი ფასი
გუნდში არიან 25 წლამდე ასაკის ფეხბურთელები: 1. გარსია, 2. მინგესა, 3. არაუხო, 4. დესტი, 5. ბალდე, 6. ნიკო, 7. ფრენკი, 8. პუჩი, 9. გავი, 10. პედრი, 11. დემბელე, 12. ანსუ, 13. დემირი, 14. კოლადო… ნუ დემირი სუფთა პიტალოა, დემბელეც გასაყიდი, თუმცა სერჟი ბარჟუანის პერიოდი იმითაა კარგი, რომ ბარსა ბ-დან 2-3 ნიჭიერ ბიჭსაც მოსინჯავს, მაგ. ჟანდრო ორელანას და არნაუ კომასს, ფაქტპბრივად, კუმანს ყველაზე ბინძური საქმე შეასრულებინეს: თაობათა ცვლა და ეხლაა არის სიტუაცია: 3 კაციც და გავდივართ
კი პიანიჩი ბოლოს იუვეშიც მძორი იყო მაგრამ ესე სკამის სახეხად არ უნდა გაეწირაა
ისე პიანიჩმა რაც ითამაშა სულ საშინელება იყო, როჟა კარის ჩარჩოში ვერ ურტყავდა ლამის. ჩამოწერილი იგროკია ეგ უკვე და მაგასთან მიმართებაში არ ვამტყუნებ კუმანს. რაც ვნახე პიანიჩის ბარსაში თამაშები მე პირადად ასე აღვიქვი.
ამ ახალგაზრდებიდან 2-მა მაინც თუ გაამართლა იმედები, კუმანის მადლიერი
იქნება მთელი საფეხბურთო სამყარო, რომ ახალგაზრდების თამაში ამჯობინია ვადაგასულ პიანიჩს. პიანიჩი კიდევ კაციშვილს აღარ ემახსოვრება თავისი ოჯახის გარდა 1-2 წელში. უზრდელი და უტაქტო ყოფილა და ძალიანაც შესაფერის ადგილზეა ახლა. ბავშვებთან კონკურენციას ვერ გაუძლო და რა პრეტენზია აქვს ვერ ვხვდები. ან სულაც რომ მართალი იყოს, ყველაფერს თავისი გამოხატვის ფორმა აქვს და ასე გლეხურად არ უნდა მოიქცე და გაიმასხრო საკუთარი თავი. ამ სტატიაში კიდე ცენზურის დაცვით არის თარგმნილი, რეალურად სიტყვა “საშინელება” არ უხმარია.
მარტო პიანიჩი იყო ამათგან გულწრფელი. პიანიჩი ახლა როგორ გამოგვადებოდა ნახევარდაცვაში ყველას ტრავმა აქვს თითქმის.