ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 იანვარს მოხდა.

თამაშები

4 იანვარს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1930 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ბარსელონა” “არენას დე გუეჩოსთან” 0-5 განადგურდა, რის შემდეგაც კატალონიელებმა ცხრილში ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს.

1996 წელი

“ბარსელონამ” “ესპანიოლი” “კამპ ნოუზე” 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ნადალმა და ოსკარმა გაიტანეს.

1997 წელი

“ბარსელონამ” “დეპორტივო” სტუმრად პიცის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

2004 წელი

“ბარსელონა” “რასინგთან” 0-3 ნადგურდება და “რეალთან” ჩამორჩენა უკვე 18 ქულაა. თუმცა მომდევნო ტურიდან კატალონიელები 17 მატჩიან წაუგებელ სერიას იწყებენ და საბოლოოდ ჩემპიონატს “რეალზე” წინ ასრულებენ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    04 იან 2021, 16:11

    იმედია როგორც ბოლო ფაქტი, ისე აღმოვჩნდებით სათავეში ოღონდ ამჯერად უფრო ნაკლები ქულაა ჩამორჩენა

  • C.PC5
    04 იან 2021, 13:42

    კაი წამოწყებაა გააგრძელეთ, ის 17 მატჩიანი გასწრება გამოსარჩევი არის ნამდვილად

  • BEQA BARCA
    04 იან 2021, 11:58

    ეს ყოველდღიური სტატიები დამევასა ძაან..