როგორც გადაწყდა, “ბარსელონა” მადრიდის “რეალთან” უმნიშვნელოვანეს მატჩში სერიოზულ დანაკლისს თავიდან ხელოვნურად აიცილებს – ჟორდი ალბა, რომელსაც ტრავმა აწუხებს, მოედანზე ტკივილგამაყუჩებლის დროებითი ზემოქმედების ქვეშ გავა. ინფორმაცია AS-ის ჟურნალისტ ჩავი მიგელს ეკუთვნის.
ალბამ დღეს ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა, მისთვის ტკივილგამაყუჩებლის მიცემა კი სამედიცინო შტაბმა მოგვიანებით გადაწყვიტა. ხვალ ის “ელ კლასიკოსთვის” მოსამზადებელ ბოლო ვარჯიშს გუნდთან ერთად ჩაატარებს.
ე. წ. ინფილტრაციას “ბარსელონამ” “რეალთან” შეხვედრაში 6 თვის წინ, ჟერარ პიკეს შემთხვევაშიც მიმართა, რომელიც მატჩის გამოტოვების ზღვარზე იყო.
ტკივილგამაყუჩებლით თამაში სარისკოა და არის შანსი, ამას გართულებები მოყვეს, თუმცა “ბარსას” ისედაც არასახარბიელო საკადრო მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ამ რისკზე წასვლა ურჩევნია.
“ბარსა”-“რეალის” დაპირისპირება სავსე “კამპ ნოუზე” 24 ოქტომბერს გაიმართება.



წარმატებები.
სარისკოა, მაგრამ რეალთან ახალგაზრდების გამოყვანა ყოველთვის საშიშია.