El Nacional-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ისკო ალარკონს “ბარსელონაში” თამაში სურს.
წყაროს ინფორმაციით, ესპანელი “ბლანკოსში” თავს ბედნიერად არ გრძნობს და კლუბის გამოცვლა სურს, ყველაზე მეტად კი “ბლაუგრანაში” თამაშს ისურვებდა.
ისკოს, კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა – 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში მხოლოდ 166 წუთი გაატარა. ბუნებრივია, რომ ესპანელი ამით კმაყოფილი არაა.
მოსალოდნელია, რომ ისკოს თამაშის შანსი “ბარსაში” უფრო მიეცემა – რონალდ კუმანს ახალგაზრდა ნახევარმცველების გვერდით გამოცდილი შუახაზელის ყოლა სურს და ალარკონი სწორედ სწორედ ასეთი მოთამაშეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ისკოს “რეალთან” მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, “ბლაუგრანა” კი თავისუფალ აგენტებზე ნადირობას აპირებს.



უტოპიაა ამის აქ გადმოსვლა
წადი რა ჩინეთში შე საცოდაო. მოწუწულიყავი 22 წლისა. დღემდე ლიდერი იქნებოდი. კოუ ვერ მოგვიშორებია ეს ავიკიდოთ კიდე
ამის დროინდელი მალაგა რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და როგორ ველოდებოდი ამის ბარსაში ტრანსფერს და აჰა რამდენი წლის მერე გამოხტა ეს ჩემის ტრამპაცუმპა აწი რაღა დროსია რა ჩემი ხუჭუჭა გინდოდა მაგ რეზინკებთან პირდაპირ აქ მოსულიყავი და იქნებოდი ახლა ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მაგრამ არა მადრიდში წახვედი და სკამზე ჯდომა არჩივე ხოდა იჯექი აწი ბოლომდე ბარემ
გაფუჭებული პროდუქტი გაიკეთოს რეალმა უკან
ეს თავიდანვე ბარსაში უნდა წამოსულიყო
მერე რა ეჩქარება. გახდეს 30-34 წლის მოვიდეს. რა თქმა უნდა მხოლოდ თავისუფალ აგენტად.
მოდი კარგად იყავი ბარსას ფანი იყავი მესიი კუმირი გყავდა და რეალში წახვედიი პაკაააა
ჯერ არამგონიაეს ნამდვილი იყოს, მერე მეორე ამდენი წელი რომ რეალში ითამაშებ და მერე ბარსაში გადახვალ ცუდი საქციელია (ფიგუს დდშვც) ხოდა პლიუს რად გვინდა ეს ახლა ნაგავი გვაკლია გუნდში?🤦♂️