ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში “ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” შორის გასამართი შეხვედრის მთავარი მსაჯი ცნობილი გახდა.
მატჩს 39 წლის ფრანგი არბიტრი კლემან ტურპენი გაუძღვება.
ტუპენს ჩემპიონთა ლიგაზე 34 მატჩში უმსაჯია. იგი თამაშში საშუალოდ 3.94 ყვითელ და 0.18 წითელ ბარათს აჩვენებს.
ფრანგ არბიტრს “ბარსას” მატჩებში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. მან 2018 წელს ავადსახსენებელი ლიგის 1/4-ფინალური “რომასთან” სტუმრად 0-3 წაგებული შეხვედრა განსაჯა. “ბლაუგრანასა” და ტურპენის გზები ბოლოს 2019 წელს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “დორტმუნდთან” შინ 3-1 მოგებულ თამაშში გადაიკვეთა.
ტურპენმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის მოთამაშეები კი 3-ჯერ გააფრთხილა. 39 წლის არბიტრს კატალონიელთა შეხვედრებში ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია, ხოლო თერთემტერიანი ერთხელ დაუნიშნავს და ისიც “ბარსას” კარში.
რაც შეეხება კიევის “დინამოს”, ტურპენს უკრაინული გუნდის არცერთ მატჩში არ უმსაჯია.
“ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” დაპირისპირება ოთხშაბათს თბილსის დროით 20 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.



კიევთანაც თუ მსაჯზე ვიფიქრეთ მართლა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი.
რეალს ლა ლიგის მატჩი არ უთამაშია და კლასიკოსაც 1 დღით უფრო დასვენებული შეხვდება.
12თამაში
10-გოლი
3-ასისტი
სტატისტიკა ნამდვილად კარგი აქვს. სწრაფიცაა და ტექნიკურიც. არ იქნებოდა ურიგო ვარიანტი
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-პიკე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
დემირი-დეპაი-ანსუ ფატი
ანსუ ფატი-კოუტინიო
დემირი-აგუერო
ბუსკეტსი-გავი
დესტი-ნიკო
ალბა-ლენგლე
ისე რივერ პლეიტში რომაა ხულიან ალვარესი ძაან მაგარი ბიჭია და რო გვეყიდა ცუდი არიქნებოდა
12თამაში
10-გოლი
3-ასისტი