workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას განაცხადი ცნობილია – აგუერო მზადაა!

ბარსელონას განაცხადი ცნობილია – აგუერო მზადაა!

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩისთვის, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 22-კაციან განაცხადს ასახელებს:

ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ბუსკეტსი, პუჩი, მემფისი, ფატი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლ. დე იონგი, ჟორდი ალბა, აგუერო, რობერტო, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, გავი, ბალდე.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბლაგრანას” ერთ-ერთი მთავარი შენაძენი, სერხიო აგუერო განაცხადში პირველად მოხვდა და, შესაძლოა, დღეს მისი დებიუტიც ვიხილოთ.

ასევე, გამოჯანმრთელდნენ გუნდი მარცხენა მცველები – ჟორდი ალბა და ალეხანდრო ბალდე.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 17 ოქტ 2021, 19:52

    ამდენი ხანი გაუცდა და ვითომ მოახერხებს რამეს?

  • M10 S9 D11
    schedule 17 ოქტ 2021, 17:01

    იმედია ათამაშებს ხისთავა შეაგდება გოლს კუნი

  • El pistolero 9
    schedule 17 ოქტ 2021, 16:20

    ციტატა: nikusha
    ტერ შტეგენი
    დესტი-პიკე-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-ანსუ ფატი

    ანსუ ფატი-კოუტინიო
    დემირი-გავი
    ბუსკეტსი-აგუერო
    დესტი-მინგესა
    ალბა-ბალდე


    დეიონგი ბუსკეცი რობერტო ზედმეტად დაცვითი ნახ დაცვა მგონია. რობერტოს ნაცვლად პუჩი ან გავი კარგი იქნებოდა. და ფატის არამგონია ძირითადიდან დააწყებინოს კოუტინიო იქნება მარცხნივ დიდი ალბათობით

  • saba_xavi
    schedule 17 ოქტ 2021, 15:44

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    saba_xavi,
    2 ო რატომ?


    ისე უბრალოდ

  • azulgerana
    schedule 17 ოქტ 2021, 15:32

    barca-7 ესე უცებ გამოჯამრთელდა?

  • me da barca
    schedule 17 ოქტ 2021, 15:12

    დღეს მიდუბლავს. ნუუ თუ ვერ გაიტანა კუმანს მიდუბლავს.

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 17 ოქტ 2021, 15:07

    saba_xavi,
    2 ო რატომ?

  • Albicelecte
    schedule 17 ოქტ 2021, 14:57

    ეხლა ამას რომ მეორე სუნთქვა გაეხსნას barca-3 barca-6

  • saba_xavi
    schedule 17 ოქტ 2021, 14:32

    აგუერო ორი ო-თი მაინც დაწერეთხოლმე

  • nikusha
    schedule 17 ოქტ 2021, 14:16

    ტერ შტეგენი
    დესტი-პიკე-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    დემირი-დეპაი-ანსუ ფატი

    ანსუ ფატი-კოუტინიო
    დემირი-გავი
    ბუსკეტსი-აგუერო
    დესტი-მინგესა
    ალბა-ბალდე